11.ნოემბერი .2020 12:25

ციტრუსის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 40 000 ტონაა, ექსპორტზე 50% გავა - სამინისტრო

ციტრუსის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 40 000 ტონაა, ექსპორტზე 50% გავა - სამინისტრო
views 389
უკან

წელს აჭარაში მაღალი ხარისხის ციტრუსის მოსავალს ელოდებიან. მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 40 ათას ტონამდეა. აქედან 50% ექსპორტზე გავა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ციტრუსის მოსავლის აღების და დაბინავების საორგანიზაციო საკითხები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრ გიორგი სურმანიძესთან ერთად განიხილა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამინისტროსა და აჭარის სოფლი მეურნების სამინისტროს კოორდინაციით, ისევე როგორც წინა წლებში წელსაც ამოქმედდება შტაბი, რომელიც საორგანიზაციო საკითხებს მოაგვარებს.

„დღევანდელ სამუშაო შეხვედრას აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის ახალ მინისტრთან ერთგვარი გაცნობითი ხასიათი ჰქონდა; შესაბამისად, განვიხილეთ ყველა სტრატეგიული მიმართულება, თუმცა, ძირითადი ციტრუსის რთველი იყო. ბოლო წლების ანალოგიურად, წელსაც იფუნქციონირებს შტაბი, სადაც ციტრუსის მოსავლის დაბინავებაზე ერთობლივად ვიმუშავებთ. კოორდინირებულად მოხდება არასტანდარტული მანდარინის ჩაბარება, გადამუშავება, ნაკადების კონტროლი და აღრიცხვა ელექტრონული პროგრამის მეშვეობით. ნარინჯისფერი რთველი წელსაც ორგანიზებულად ჩაივლის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა გიორგი სურმანიძემ აღნიშნა, 2020 წელს ციტრუსის მოსავალი უხვი არ არის, თუმცა ხარისხი გაზრდილია. მინისტრის განცხადებით, წელს 7 ათას ტონამდე არასტანდარტულ მანდარინს ელოდებიან, რაზეც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტით სუბსიდირება არის გათვალისწინებული. არასტანდარტულ მოსავალს 30-მდე მიმღებ-დამხარისხებელი საწარმო ჩაიბარებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა