მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ციურიხის სადაზღვევო კომპანიამ თავისი ლოგოდან Z ამოიღო

62403f2222d00
BM.GE
27.03.22 14:36
1538
შვეიცარიულმა სადაზღვევო კომპანია Zurich Insurance-მა თავისი ლოგოდან დროებით "Z" სიმბოლო ამოიღო. კომპანიამ სოციალურ ქსელებში საკუთარი ლოგო უკვე განაახლა.

"ჩვენ დროებით ვხსნით ასო Z-ს სოციალური ქსელებიდან, სადაც ის იზოლირებულად ჩანს და არსებობს იმის ალბათობა, რომ არასწორად იქნას ინტერპრეტირებული,"- Reuters-ს განუცხადა სადაზღვევო კომპანიამ.

რუსეთის შეიარაღებული ძალები სიმბოლო "Z"-ს სამხედრო ტექნიკის მარკირებისას იყენებენ, Z უკვე იქცა რუსულ რუსული ომის აღმნიშვნელ სიმბოლოდ.