მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ციურიხში ქართული ღვინის პირველი გალერეა გაიხსნა

6173bfab5e7d1
BM.GE
23.10.21 11:52
543
გალერეის გახსნის ღონისძიებას საქართველოს ვიცეპრემიერი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი დაესწრო.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, შვეიცარიაში ქართული ღვინის პირველი გალერეა გაიხსნა, რომელიც ჩვენი ღვინის პოპულარიზაციაში საკუთარ წვლილს შეიტანს. სამიზნე ბაზრებზე ქართული ღვინო სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მაღალი მსყიდველობის შესაძლებლობის ბაზრებზე ჩვენი ღვინის წარმოჩენა. ისეთი ცენტრები, როგორიც ახალი გალერეაა, დიასპორის ჩართულობით, ხელს უწყობს ქართული ღვინის წარმოჩენას როგორც შვეიცარიაში, ისე ევროპის სხვა ქვეყნებში”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორ მინისტრმა აღნიშნა, ციურიხში გახსნილი ქართული ღვინის გალერეა 12 ქართველი მწარმოებლის სხვადასხვა სახეობის ღვინოს შესთავაზებს მყიდველს.
ქართული ღვინის გალერეის გახსნის იდეა ციურიხში მცხოვრებ ქართველ ბიზნესმენ ზვიად არაბიძეს ეკუთვნის. მისივე ინიციატივით გაიხსნა და ფუნქციონირებს ციურიხში საკვირაო სკოლა და ბიბლიოთეკა ქართული დიასპორისთვის.

გალერეის გახსნის ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ადგილობრივი ბიზნესწრეების და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

ზვიად არაბიძის განცხადებით, 8 ათასი წლის ისტორიის ქართულ ღვინოს შვეიცარიაში ადგილის დამკვიდრება არ გაუჭირდება. ძალიან მნიშვნელოვანია, შვეიცარიაში გახსნილმა ქართული ღვინის პირველმა გალერეამ მომხმარებელს მაღალი ხარისხის, კონკურენტუნარიანი ღვინო შესთავაზოს და დაინტერესებულ პირებს ქართული ღვინის კულტურა და ისტორია გააცნოს.