მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ცივ-ცივი“ – ძალიან ახალი ცოცხალი ლუდი დაწუნების ჩემპიონებისთვის და არამხოლოდ! (R)

609b8badeeced
BM.GE
12.05.21 12:10
3660
ქართული ცოცხალი ლუდის ბაზარზე ახალი პროდუქტი გამოჩნდა. დღეიდან ლუდი “ცივ-ცივი” ლუდის ჩამოსასხმელ წერტილებსა და სპეციალურად შექმნილ სივრცეებში მხოლოდ ჩამოსასხმელი სახით გაიყიდება. პროდუქტი კომპანია “ზედაზენს” ეკუთვნის. სტრატეგიულ, ვიზუალურ და შინაარსობრივ მხარეზე კი ციფრულმა კრეატიულმა სააგენტო "ლივინგსტონმა" იმუშავა.



"ლივინგსტონის" განმარტებით, სახელი “ცივ-ცივი” ხაზს უსვამს როგორც ლუდის დასალევად საუკეთესო ტემპერატურულ კონდიციას, ისე ამ პროდუქტის ცოცხალ გემოსაც, რადგან გიქმნის განცდას, რომ “ლუდი ეს-ესაა ჩამოასხეს”.

"ლივინგსტონისვე" თქმით, “ცივ-ცივის” ბრენდის მიზანია, ლუდის მოყვარულებში მათ მეგობრად, მათიანად პოზიციონირდეს და მათი ყოველდღიურობის მცირედით გაუმჯობესება მაინც შეძლოს. ბრენდის ახლობლად წარმოჩენის მიზანსვე იმსახურება მისი ლოგოც, რომელიც რეტრო-სტილში არის შექმნილი და “კარგად დავიწყებული ძველის” განწყობას ტოვებს.

ბრენდის საკომუნიკაციო სახედ კი იმ ტიპის პოტენციური მომხმარებელი შეირჩა, რომელიც ახალი ქართული პროდუქტის, განსაკუთრებით კი ლუდის მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი და ზოგჯერ გაუსინჯავადაც კი იწუნებს.