მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვცდილობ, ისეთი რამ არ ვთქვა, რომ “ბიუბიუს” ქათამზე უარი ან “ნაცებმა” თქვან ან - “ქოცებმა”

5f9e6325e6e95
სალომე მეცხვარიშვილი
02.11.20 00:00
5843
კომპანია “ჩირინას” დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე საქართველოში საზოგადოების დაყოფასა და პარტიული ნიშნით დაპირისპირებაზე საუბრობს. როგორც ბიზნესმენი აცხადებს, ქვეყანა დაყოფილია ორ, სამ, ოთხ ნაწილად და სასურველია, რომ ახალმა პარლამენტმა საზოგადოების კონსოლიდაცია საერთო იდეების გარშემო მოახერხოს.

“პარლამენტი უნდა იყოს ქვეყნის გამაერთიანებელი. მე რასაც ვუყურებ, პარლამენტმა, რომელმაც დაამთავრა მუშაობა, ეს ვერ შეძლო.

დღეს დიდი პრობლემაა ის, რომ ქვეყანა დაყოფილია ორად, სამად, ოთხად და ისეთი ანტაგონიზმია მოსახლეობას შორის, რომ სახელმწიფოს ფაქტობრივად ვერ ვქმნით. ჩემი დიდი სურვილი იქნება, რომ ახალმა პარლამენტმა მოახერხოს საქართველოს მოსახლეობის გაერთიანება.

ხშირად ვამბობთ, რომ პრობლემა გვაქვს აფხაზეთთან და ოსეთთან, მაგრამ რეალურად პრობლემა გვაქვს ძირითადად საქართველოს მოსახლეობასთან. ეს იმიტომ, რომ  პარტიული ნიშნის მიხედვით ხდება დაყოფა. მე მაგალითად, როცა რაღაცას მეკითხებიან, სულ ვფიქრობ, არ ვთქვა ისეთი რამ, რომ ან “ნაცებმა” თქვან უარი ჩემს ქათამზე ("ბიუ ბიუ") ან - “ქოცებმა”. დიდი დაპირისპირებაა და ეს ძალიან ცუდია”, - აცხადებს ბიზნესმენი.