მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტში ინტერპელაციის წესით მთავრობის მისვლის წესები იცვლება

6329a87b38f63
ინგა მურუსიძე
20.09.22 16:00
636
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში, მთავრობის მოსმენის ინტერპელაციის წესი იცვლება, რაც გულისხმობს იმას, რომ მთავრობის წარმომადგენლებს დეპუტატების კითხვებზე გაცემა ყოველთვიურად მოუწევთ.

ქადაგიშვილის თქმით, დაიხვეწება საკომიტეტო დონეზე მინისტრების მისვლის საკითხიც.

„თუ აქამდე მხოლოდ 4 ინტერპელაცია იყო საქართველოს პარლამენტში გათვალისწინებული როგორც მთავრობის წევრების, ისე სხვა თანამდებობის პირების მხრიდან, ცვლილება შევა რეგლამენტში და მთავრობას პარლამენტში მოსვლა თვეში ერთხელ მოუწევს.

ამასთან, ყოველწლიურად, ყველა მინისტრი ვალდებულია, რომ დეპუტატებს გააცნოს ანგარიში პარლამენტის წინაზე. აქაც ცვლილება შედის წესებშიო და მინისტრი ვალდებული იქნება, რომ თავისი ანგარიში სიტყვით გამოსვლამდე 5 დღით ადრე წერილობითი ფორმით წარადგინოს“, - განმარტა ირაკლი ქადაგიშვილმა.

რაც შეეხება არსებულ რეგლამენტს, პარლამენტის მოქმედი რეგლამენტით, ინტერპელაციის წესით შეკითხვის ადრესატი პარლამენტში წარდგება როგორც წესი, ყოველი მორიგი სესიის განმავლობაში ორჯერ, შესაბამისად, საგაზაფხულო სესიის მარტისა და მაისის და საშემოდგომო სესიის სექტემბრისა და ნოემბრის პლენარული სხდომების ბოლო კვირის პარასკევს, და უპასუხებს ყველა შეკითხვას, რომლებიც მას გადაეცა აღნიშნულ დრომდე არაუგვიანეს 10 დღისა. ანუ, ამ დრომდე, ინტერპელაციის წესით მთავრობის მოსმენის უფლება პარლამენტს წელიწადში მხოლოდ ოთხჯერ აქვს.