15.იანვარი .2022 17:00

“Cnick” ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ბაზრებზე შევიდა

“Cnick” ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ბაზრებზე შევიდა
views 726
უკან

ქართული სტარტაპი “cnick”ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში შევიდა. კომპანიამ აღნიშნულ ბაზრებზე ავტომობილის გასაღების ვერსიის მქონე ბეჭედი გაიტანა.

Cnick-ის პროდუქტი აღნიშნული ბაზრების გარდა, 20 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი და როგორც სტარტაპის დამფუძნებელი კობა ცერცვაძე bm.ge-სთან ამბობს, აღნიშნული ქვეყნებიდან დადებითი გამოხმაურება აქვთ. ეს კი პროდუქტის უნიკალური დიზაინითა და გამოყენების პროცესში განსაკუთრებული კომფორტით აიხსნება.

„cnick-ი გლობალურ ბაზარზე 2019 წლიდან აქტიურად ოპერირებს. დღეს რეალიზაცია 20 ქვეყანაში გვაქვს. ძირითადი ბაზრები აშშ, კანადა, ევროპა, ავსტრალია, კორეა, ტაივანი და ჩინეთია. ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ბაზრებზე ავტომობილის გასაღების ვერსიის მქონე ბეჭდით ახლახანს შევედით. ავსტრალიაში ადგილობრივი წარმომადგენლობა გვყავს, რომელიც ახალი ზელანდისაა და ავსტრალიის ბაზრებს კურირებს. აღნიშნული ბაზრებზე ჩვენი პროდუქტი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა და ამიტომ შევედით. საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები გვაქვს.

აღნიშნული ბაზრებიდან ძალიან კარგი უკუკავშირი მივიღეთ. ბეჭედი მზადდება ბიოდეგრადირებადი და გადამუშავებული მასალისგან, რაც ევროპის ბაზრის გემოვნებასა და ტრენდებს ერგება. ამას გარდა, კნიკის ბეჭდის დიზანი არის უნიკალური და გამორჩეული, რაც მომხმარებლების კმაყოფილებას იწვევს და გამოყენების პროცესს უფრო კომფორტულს ხდის“ - ამბობს სტარტაპის დამფუძნებელი.

ინფორმაციისთვის, პროდუქტს ამ ეტაპისთვის საგადამხდელო და ავტომობილის (ტესლას) გასაღების ფუნქცია აქვს. Cnick-ის ბეჭდით გადახდა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილშია შესაძლებელი, სადაც MasterCard მოქმედებს. პროდუქტი, რომლის ღირებულება $100-200 მერყეობს, საქართველოს ბაზარზე არ იყიდება, რადგან არცერთმა ქართულმა ბანკმა სტარტაპთან თანამშრომლობა არ ისურვა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა