მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CNN - როგორ გადაარჩინა ვლადიმერ პუტინმა გაუაზრებლად ქართული ღვინის ინდუსტრია

5d8c7b5d01fbe
მიხეილ ხაჩიძე
26.09.19 21:00
16491

საქართველოს ღვინის ინდუსრტიაზე, ქართული ღვინის კულტურასა და ტრადიციებზე ამერიკული CNN ვრცელ სტატიას აქვეყნებს. როგორც სტატიის ავტორი წერს, "6 ათასი წლით ადრე, ვიდრე ქრისტე წყალს ღვინოდ აქცევდა, ქართველთა წინაპრები ღვინის წარმოებით იყვნენ დაკავებული".

"დღეს, ქართული ღვინო გაჯანსაღების გზაზეა, თითქმის 100-წლიანი იზოლაციისა და განადგურების შემდეგ, სისტემის მიერ, რომელმაც მევენახეობის ინდუსტრიულობა და ცუდი ღვინის დამზადების პრაქტიკის ინსტიტუციონალიზება მოახდინა’’,-ნათქვამია სტატიაში.


ჟურნალისტი წერს, რომ "ეს პატარა ქვეყანა, რომელიც დაახლოებით დასავლეთ ვირჯინიის ხელაა, მთელი სსრკ-სთვის ღვინის მთავარი მიმწოდებელი იყო, მაგრამ, იმის გამო, რომ საბჭოთა კავშირი რაოდენობას აფასებდა და არა ხარისხს, საქართველოში ძირითადად მაღალმოსავლიან წითელ საფერავსა და თეთრი რქაწითელის ყურძენს ამუშავებდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ღვინის 563 ჯიში იყო დაფიქსირებული, კომუნისტები მხოლოდ შვიდი სახეობის ღვინოს იღებდნენ’’.


"შაქრისა და წყლის დამატება ღვინოზე, კრემლის კვოტების შესრულებას უზრუნველყოფდა’’,- დასძენს ჟურნალისტი.


როგორც გავლენიან გამოცემასთან საუბრისას სოფლის მეურნეობის ინჟინერი ვახტანგ ბარნოვი ამბობს, ”ჩვენ ძალიან ბევრი ტრადიცია დავკარგეთ”.


სტატიის ავტორის თქმით, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა საქართველო ყურძნის ექსპორტს რუსეთში, როგორც მთავარ ბაზარზე, ისევ განაგრძობდა.

”ყველამ იცის, რომ რუსები ყველაფერს სვამენ” - დასძენს ბარნოვი ჟურნალისტთან ინტერვიუში.


CNN -ის სტატიაში წერია, რომ 2006 წლის მარტი იყო გარდატეხის პროცესი, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ემბარგო დააწესა ქართულ ღვინოზე და ერთ ღამეში საექსპორტო ბაზარი 90% -ით შემცირდა.



"იდეა იყო საქართველოს დასჯა, მისი დასავლური მისწრაფებების გამო, მაგრამ პუტინმა ამ გადაწყვეტილებით ქართული ღვინის ინდუსტრია გადაარჩინა, რადგან ქვეყანა მოულოდნელად იძულებული გახდა, კარგი ღვინო დაემზადებინა და უფრო საიმედო სავაჭრო პარტნიორები მოეძებნა’’- წერს რეპორტიორი.

”ეს დიდი ბიძგი იყო მცირე და დიდი ღვინის კომპანიებისთვის”, - ამბობს ქართული ღვინის კლუბის პრეზიდენტი მალხაზ ხარბედია.



"დიდმა მეღვინეებმა გააფართოვეს თავისი ბაზარი ჩინეთში, ცენტრალურ აზიასა და ცენტრალური ევროპის ნაწილებში, მცირე, ოჯახის მეღვინეებმა კი დაიწყეს ღვინის ჩამოსხმა გასაყიდად. მათ გამოიყენეს ნიშა, რომლის კონკურენციას ვერავინ შეძლებდა’’-ყვება ჟურნალისტი.



 ”2007 წლამდე საქართველოში პრაქტიკულად ღვინო ქვევრში არ ისხმებოდა”, - ამბობს ხარბედია რეპორტიორთან საუბრისას. მისივე თქმით, - ის კომუნიზმის ინდუსტრიალიზებასთან ერთად შეჩერდა.



"დღეს პრაქტიკულად ქართულ ღვინოზე დაწერილ ყველა ისტორიაში ქვევრია მოხსენიებული, ქარვისფერ ღვინოსთან ერთად, ასევე თეთრი ღვინის დამზადების ტექნიკა: ეს უფრო მუქი და და შედარებით მჟავეა, ვიდრე ჩვეულებრივი თეთრი ღვინო. დასავლეთში, მას "ნარინჯისფერ ღვინოს" უწოდებენ და ეს ახალ ტენდენციად აღიქმება, თუმცა, ქართველები ამ მეთოდს იყენებენ მეღვინეობის დაწყების დღიდან’’- ნათქვამია სტატიაში.


როგორც ჟურნალისტი წერს, საქართველოში 500 - ზე მეტი ადგილობრივი ჯიშის ყურძენი არსებობს, რომელთა უმეტესობაც ახლა თავიდან აღმოაჩინეს და აღადგინეს. 



ჟურნალისტი ასევე, 10 საუკეთესო ქართული ღვინის სიას აქვეყნებს:




1 საფერავი

2 რქაწითელი

3 ქისი

4 ჩინური

5 შავკაპიტო

6 თავკვერი

7 ცოლიკაური

8 ციცქა

9 ხვანჭკარა

10 ოჯალეში