მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CNN - Wendy's და Pizza Hut გაკოტრების პირას არიან

5eff0c09bff87
BM.GE
03.07.20 16:00
1224
კომპანია NPC International Inc, რომელიც ცნობილ ამერიკულ სარესტორნო ქსელებს ფლობს, გაკოტრების პირასაა. ამის შესახებ ინფრომაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, პანდემიის შემდგომი გახსნიდან, ორივე ბრენდმა მკვეთრად გაზარდა გაყიდვები, მაგრამ როგორც ჩანს, ეკონომიკის დახურვამ მათ გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა.

Pizza Hut-ის ქსელი 1200-ზე მეტ რესტორანს მოიცავს, Wendy's-ში კი 385 რესტორანია გაერთიანებული.

NPC International Inc კრედიტორებისგან დასაცავად, სასამართლოსთვის მიმართვას ამზადებს, რის უფლებასაც, გაკოტრებაზე ამერიკული კოდექსის მე-11 მუხლი აძლევს.

იანვრის მონაცემებით, NPC International Inc-ის დაახლოებით 800 მილიონ დოლარის კრედიტებზე პროცენტები აქვს გადაცილებული. ამის გამო, სარეიტინგო კომპანიებმა, S&P Global Ratings-მა და Moody's Investors Service-მა ამ კომპანიის გადახდისუნარიანობის შეფასება შეკვეცეს.

აღსანიშნავია, რომ პანდემიურმა დახურვამ, Pizza Hut -ზე დადებითად იმოქმედა - მართალია, რესტორნებში მომხმარებელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად იყო შემცირებული, მაგრამ კომპანიას გაეზარდა ადგილზე მიტანის შეკვეთები. შედეგად, მაისში გაყიდვების მოცულობა, ბოლო რვა წლის რეკორდული იყო.