მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CNN: 1 ნოემბრისთვის აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 224 000 მიაღწევს

5f0eeec50c8f1
ნათია თაქთაქიშვილი
15.07.20 18:30
782
ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის გაზომვების და შეფასების ინსტიტუტი (IHME) ახალ პროგნოზს აქვეყნებს, რომლის მიხედვით 1 ნოემბრისთვის აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 224 000 მიაღწევს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ჯერ კიდევ გასულ კვირას ინსტიტუტი კორონავირუსით გარდაცვალების 16,000-ით ნაკლებ შემთხვევას პროგნოზირებდა. აღნიშნული რიცხვის გაზრდა აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების მომატებულ შემთხვევებს უკავშირდება.

„ჩვენი პროგნოზების გადახედვა განპირობებულია იმ მომატებული შემთხვევებით რომელიც ფიქსირდება ფლორიდაში, ტეხასში, არიზონაში და კალიფორნიაში“, - განაცხადა ინსტიტუტის ხემძღვანელმა კრის მერიმ.

„ასევე შეგვიძლია დავასახელოთ ჩამონათვალი იმ შტატებისა სადაც კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მატულობს, მათ შორის არის ლუიზიანა, კენტუკი, მისისიპი, ნევადა, ახალი მექსიკო, სამხრეთ კაროლინა, ტენესი და იუტა“, -აღნიშნა ინსტიტუტის ხელმძღვანელმა.

ამჟამად აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ ვირუსის გავრცელებიდან დღემდე 136 466 შეადგინა.

სიკვდილიანობის გაზრდის შეჩერების საშუალებად ამ ეტაპზე მხოლოდ ნიღაბი განიხილება.

„თუ მოსახლეობა აქტიურად გამოიყენებს ნიღბებს, 40,000-ზე მეტი სიცოცხლის გადარჩენას შევძლებთ და გარდაცვალების ნავარაუდევი რაოდენობაც მნიშვნელოვნად შემცირდება 1 ნოემბრისთვის“,- განაცხადა კრის მერიმ.