მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CNN: 19 აპრილამდე კოვიდ-ვაქცინა ამერიკელების 90%-ისთვის ხელმისაწვდომი იქნება

606c4b51bf458
თათია კაკიაშვილი
06.04.21 20:27
2447
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გეგმავს, რომ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, 19 აპრილამდე, ყველა ამერიკელ ზრდასრულ მოქალაქეს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაზე წვდომა ჰქონდეს. მანამდე კი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ვაქცინაციის ბოლო ვადა 1 მაისს იყო განსაზღვრული. ამის შესახებ CNN წერს.


ბაიდენის განცხადებით, სწორედ 19 აპრილამდე ვაქცინის მიღებას ამერიკელების 90% შეძლებს. ისინი საკუთარ სახლებთან ყველაზე ახლოს მდებარე სივრცეებში აიცრებიან. ამასთან იმ ადგილების რაოდენობა, სადაც მოსახლეობა აიცრება, 17.000-დან 40.000-მდე გაიზრდება.


Bloomberg-ის მონაცემებით, ამ დროისთვის მსოფლიოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის სულ 673 მილიონი დოზაა გამოყენებული, აქედან აშშ-ში - 167 მილიონი დოზა. მეორე ადგილას ჩინეთია 140 მილიონზე მეტი დოზით.