მსოფლიოში თითქმის არ დარჩენილა ადგილი, სადაც კორონავირუსმა ვერ ჩააღწია. ანტარქტიდაზეც კი იყო რამდენიმე შემთხვევა. ინფექცია მოსახლეობის საკმაოდ დიდმა ნაწილმა მოიხადა, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ვაქცინაცია მიმდინარეობს, დანარჩენები კი ელოდებიან, როდის მიაღწევს მათთან კოვიდ–19–ის საწინააღმდეგო აცრა.
თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც არის დედამიწაზე რამდენიმე კუნძული, რომლებიც სრულად Covid-Free ზონაა. მათ შორის არის იტალიის კუნძულები, მიუხედავად იმისა, რომ იტალია პანდემიის დასაწყისში ერღ–ერთი ყველაზე მძიმე კერა იყო.
როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არის პატარა კუნძულები, რომლებიც სრულიად იზოლირებულია კოვიდისგან. მათ შორისაა ვულკანური - ლინოსა, რომელიც სიცილიასა და ტუნისს შორის, ხმელთაშუა ზღვაში მდებარეობს და ბევრმა ტურისტმა მის შესახებ არც კი იცის.
რეალურად აქ გამგზავრებაც რთულია და ერთადერთი საშუალება ან მეზობელი, ლამპედუზას კუნძულიდან თვითმფრინავით გადაფრენა, ან გემით მისვლაა შესაძლებელი, რომელსაც 12 საათი სჭირდება.
აქ ადამიანები მთელი წლის განმავლობაში სრულ იზოლაციაში ცხოვრობდნენ, მათი რაოდენობა კი 200–ს არ აღემატება. ადგილობრივების თქმით, იზოლაცია გარდაუვალი იყო, რადგან ვირუსის არარსებობის შემთხვევაშც კი შიში მუდმივად ჰქონდათ და ამიტომაც დაიხურა მაღაზიები, კაფე-ბარები და აფთიაქები. ნიღბის ტარება აქაც სავალდებულოა, საუბრის დროს და ცდილობენ თავად გააკონტროლონ დისტანცია. ხოლო ყოველ ჯერზე, როდესაც ბორანს დაინახავენ, ადგილობრივები ნავსადგურთან იკრიბებიან, რათა ამოიცნონ, თუ ვინ ჩამოვიდა. ჩამოსულებს ბორანშივე კოვიდ-ტესტს უტარებენ და მხოლოდ უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ აძლევენ კუნძულზე ფეხის დადგმის საშუალებას.
კიდევ ერთი უსაფრთხო იტალიური კუნძული ტრემიტია, რომელიც მართალია, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ხალხით ივსება, მაგრამ ზამთარში აქ მხოლოდ 200 კაცამდე რჩება, ამიტომ აქ უმკაცრესად იცავენ უსაფრხოების წესებს და აკონტროლებენ ვიზიტორებს.
ლოქდაუნის შემდეგ აქ ტურისტების მიღება დაიწყეს, რადგან კუნძულის შემოსავლები ტურიზმზეა დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ კუნძულზე მოგზაურები ჩავიდნენ, ვირუსს აქამდე მაინც არ ჩაუღწევია. ამ ეტაპზე განსაკუთრებით ემზადებიან მომავალი ზაფხულისთვის და იმედი აქვთ, რომ ვაქცინაციის გამო წინაზე უკეთესი იქნება.
რიგით მესამე, კოვიდისგან გადარჩენილი კუნძული ვულკანოა, რომელიც თითქმის ერთი წელია დაცლილია ტურისტებისგან. გავრცელებული ინფორმაციით, ვულკანოს შარშან ჰქონდა ერთი დადასტურებული კოვიდ -19 შემთხვევა ჰქონდა, თუმცა მისი იდენტიფიცირება მოხდა დროულად და მას შემდეგ ისევ Covid-Free ზონაა. რეგულარულად იტესტებიან ადამიანები, აკონტროლებენ ჯანმრთელობის მდგომარეობას და იცავენ წესებს, ასე რომ აქ მთავარ გამოწვევად ჩავარდნილი ტურიზმი და შემოსავლების ნაკლებობაა.
ამ სიაში კიდევ ორი იტალიური კუნძული დასახელდა, მათ შორისაა ფილიკუდი, რომელიც როგორც ადგილობრივები ამბობენ სხვა სამყაროა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე შორს მდებარე ტერიტორია, შესაბამისად სიშორე და წყალი აღმოჩნდა მთავარი ბარიერი ვირუსის გავრცელებისთვის. აქ არც რაიმე ტიპის შეზღუდვები არსებობს და არც ნეგატიურ ინფორმაციას ჩამოუწევია, ასე რომ ფულიკუდი ერთადერთი ადგილია, სადაც კოვიდმა ვერც ჩამოაღწია და ვერც დღის წესრიგი შეცვალა.
და ბოლოს სიაშია ალიკუდის კუნძულიც, რომელიც ასევე რთულად მიღწევადი ტერიტორიაა, ძალიან მცირე დასახლებითა და ნაკლები ცივილიზაციით, ასე რომ ესეც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ადგილია დღეს სამყაროში.
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
ივლისიდან დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, დღეში 15 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას - გამყრელიძე
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა