07.აგვისტო .2020 20:20

CNN: ამერიკელებს ნიღბის გამოყენებით 70 000 სიცოცხლის გადარჩენა შეუძლიათ

views 401
უკან

ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანდაცვის სექტორის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ თუ ამერიკის მოსახლეობა მუდმივად და სწორად გამოიყენებს ნიღაბს 70 000 სიცოცხლის გადარჩენას შეძლებს 1 დეკემბრისთვის. წინასწარი მონაცემებით, აღნიშნული პერიოდისთვის ნავარაუდევია, რომ 295,000 ადამიანი დაიღუპება. ამის შესახებ CNN წერს.

„ნიღბის გამოყენებაზე მარტივი არაფერია, იაფია და ყველასთვის ხელმისაწვდომი, ასევე ამ მარტივი ფორმით ისეთი მნიშვნელოვანი წვლილის შეტანაა შესაძლებელი, როგორიც სიცოცხლის გადარჩენაა“,- განაცხადა მერიმ.

როგორც გამოცემა წერს, აშშ-ის მინიმუმ 39 შტატმა სპეციალური პირობები დააწესა ნიღბის გამოყენებასთან დაკავშირებით, მაგალითად კენტუკის გუბერნატორმა ანდი ბეშერმა ნიღბის გამოყენება სავალდებულო გახადა 30 დღის განმავლობაში. მისი განცხადებით, „ეს კარგად მუშაობს“.