მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CNN: ჩინეთში მსოფლიოს ავტომობილების უმსხვილესი ბაზარი ლოქდაუნის გამო ქაოსს განიცდის

6255e1a94546e
ალა ისპირიანი
13.04.22 00:58
1675
CNN –ის ინფორმაციით, ჩინეთის ავტომობილების უზარმაზარი ბაზარი ქაოსშია, რადგან Covid-ის გამო გამოცხადებულმა ლოქდაუნმა ავტოწარმოება შეაფერხა.

სააგენტოს ინფორმაციით, ქარხნები დაიხურა, ახალი მოდელის გაშვება შეფერხდა და გაყიდვები შემცირდა.

მკაცრმა ჩაკეტვამ ისეთ ადგილებში, როგორიცაა შანხაი და ჯილინის პროვინცია ავტომწარმოებლები აიძულა, წარმოებები დაეხურათ. დახურულია Volkswagen-ის ქარხნებიც.

„Covid–ის ამჟამინდელი სიტუაციის გამო, წარმოება ჩვენს ქარხნებში ჩანგჩუნში (მარტის შუა რიცხვებიდან) და ანტინგ / შანხაიში (1 აპრილიდან) შეჩერებულია“, - თქვა Volkswagen-მა CNN Business-თან.

გარდა ამისა, Tesla-მ წარმოება შეაჩერა შანხაის ქარხანაში მას შემდეგ, რაც 28 მარტს ქალაქში ლოქდაუნი გამოცხადდა. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო Toyota-მაც, რომელსაც ქარხანა ჩანგჩუნში აქვს.