მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CNN: დელტა შტამი კვების ობიექტებს უტევს

612201b5049ee
მარიამ ადამია
22.08.21 12:05
17892
მიმდინარე წლის გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში ამერიკაში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში პოზიტიური მოლოდინები გაჩნდა და კვების ობიექტებმა  სრულყოფილად ფუნქციონირება დაიწყეს, რადგან თანამშრომლების 90% აცრილი იყო და კოვიდ-შეზღუდვებიც შემსუბუქდა, თუმცა ახლა, როდესაც Covid-19– ის შემთხვევები იზრდება, ხოლო დელტა შტამი გაცილებით საშიშია, განსაკუთრებით არავაქცინირებული ადამიანებისთვის, ამერიკაში კვების სექტრის წარმომადგენლები კიდევ ერთ ლოქდაუნს არ გამორიცხავენ.

როგორც გამოცემა CNN ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, ბარებსა და რესტორნებში გაყიდვები ივნისი-ივლისის პერიოდში 1.7%-ს გაუტოლდა, რომელიც გაცილებით დაბალია, ვიდრე მაისიდან ივნისამდე პერიოდში, როდესაც გაყიდვები 2.4%-ით გაიზარდა.

მათი თქმით, კვების ობიექტებში მომხმარებლების შემცირებას განაპირობებს მომხმარებელთა შიში, რადგან ადამიანებს ისევ უწევთ შენობაში ნიღბის ტარება, მიუხედავად იმისა, რომ სრულად აცრილები არიან და კანონით ეს არ მოეთხოვებათ, მაგალითად მიჩიგანში. კვების ობიექტებში ისევ სავალდებულო გახდა სოციალური დისტანციის დაცვა და ეტაპობრივად რეგულაციებიც მკაცრდება.

ასევე კორონავირუსის დელტა შტამის გავრცელების გამო გაუქმდა თითქმის ყველა კონცერტი, ტური და მუსიკალური ფესტივალი, რაც მიმდინარე წლის ზაფხული-შემოდგომის პერიოდში იყო დაგეგმილი.