მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CNN-ი: COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევაში იმუნიტეტი მხოლოდ რამდენიმე თვეს ნარჩუნდება

5f0c6f8e5bab3
ნათია თაქთაქიშვილი
13.07.20 22:00
1167
თუ ადამიანი COVID-19-ით დაინფიცირდა, მისი იმუნიტეტი ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ მდგარდი მხოლოდ რამდენიმე თვე იქნედა, ანტისხეულები შემცირებას დაახლოებით 20-30 დღის შემდეგ იწყებენ. ამის შესახებ ინფორმაციას მედია გამოცემა CNN-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, კვლევები კორონავირუსით ინფიცირებულ 65 პაციენტზე და 31 სამედიცინო პერსონალზე ბრიტანეთის სამეცნიერო მედიცინის ცენტრმა ჩაატარა. შესწავლის დრო მოიცავდა მარტი-ივნისის პერიოდს.

„მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული საკითხი ჯერ ისევ შესწავლის საკითხია, კვლევები ცხადყოფს, რომ COVID-19-ით ინფიცირების შედეგად გამომუშავებული ანტისხეულები სწაფად კარგავენ ვირუსის წინააღმდეგ მდგრადობას და მის გასაქრობად მხოლოდ რამდენიმე თვეა საჭირო“, – ნათქვამია ბრიტანეთის სამეცნიერო მედიცინის ცენტრის წერილობით განცხადებაში.