მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CNN-ი კორონა ვირუსზე: ვუჰანი ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის უახლესი კრიზისია

5e2ab9ed3c980
ნათია თაქთაქიშვილი
24.01.20 13:39
2673
გაველენიანი მედია ორგნიზაცია CNN-ი წერს, რომ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ წარსული შეცდომები, რომელიც დაკავშირებული იყო ე.წ SARS-ა ვირუსის აფეთქებასთან 2003 წელს, აღარ განმედორდეს.

მას შემდეგ, რაც სი ძინპინმა შეძლო, მოეპოვებინა პირადი კონტროლი კომუნისტურ პარტიაზე და მიეღწია შეთანხმებისთვის აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომში, ვუჰანი, ჩინეთის პრეზიდენტის უახლეს კრიზისად იქცა.

ამ კვირაში სიტყვით გამოსვლისას, სი ძინპინმა განაცხადა, რომ ყველა ძალისხმევას გამოიყენებს ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად და დაეხამრება ყველა დაზარალებულს. მის ინტერვიუს აშკარა მესიჯი მოჰყვებოდა, რომ SARS-ის შეცდომებს აღარ გაიმეორებენ.

ქვეყნის მასშტაბით გამკაცრებულია ვირუსის კონტროლის ნორმები, ჩვეულებრივ, როგორც ჭირისა და ქოლერის დაავადებათა ეპიდეემის დროს.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა. ინფიცირებულია 830 ადამიანი. ჩინეთის ხელისუფლებამ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უკვე 10 ქალაქის იზოლაცია განახორციელა. ყველა მათგანი ჰუბეის პროვინციაში მდებარეობს. აღნიშნულ ქალაქებში 30 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.