მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CNN-ი: ქვეყნები, რომელთა ტურიზმიც COVID-19-ის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა

5f27f94b0e019
BM.GE
03.08.20 16:38
1356
CNN-ი იმ ქვეყნების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელთა ტურიზმიც ყველაზე მეტად დაზარალდა COVID-19-ის გამო. გამოცემა ინფორმაციას ონლაინ პორტალ Statistica-ზე და World Travel & Tourism Council (WTTC)-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ყველაზე დაზარალებული ქვეყნების ჩამონათვალის სათავეშია მექსიკა, რომელსაც მოჰყვება ესპანეთი და იტალია.

WTTC-ის მიხედვით, ეს სწორედ ის ქვეყნებია, რომელთა ეკონომიკაშიც ტურიზმს ძალიან დიდი წილი უჭირავს. მაგალითად, ესპანეთის შემთხვევაში ტურიზმი ქვეყნის GDP-ის 14.3%-ს შეადგენს, ხოლო იტალიის - 13%-ს.

WTTC-ი აცხადებს, რომ სამხრეთ კორეა სწორედ ის ქვეყანაა, რომლის ტურიზმიც ყველაზე ნაკლებად დაზარალდა კორონავირუსის გამო, რადგან ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის მხოლოდ 4.22%-ს შეადგენს.

ნაკლებად დაზარალებული ქვეყნების ჩამონათვალშია, აშშ, ბრაზილია და საფრანგეთი.

როგორც გამოცემა წერს, ტურიზმს აშშ-ს ეკონომიკაში მხოლოდ 8.6%-ი უჭირავს. თუმცა WTTC-ი აღნიშნავს, რომ მოგზაურობასა და ტურიზმში დასაქმებულთა ჯამური რიცხვი აშშ-ში 16. 8 მილიონს შეადგენს. აშშ-ს მოყვება საფრანგეთი, სადაც ტურიზმს ქვეყნის GDP-ის მხოლოდ 8.5% უჭირავს.

ტურიზმის მხრივ ნაკლებად დაზარალებულ ქვეყნებს შორის ასევე აღმოჩნდა ბრაზილია, სადაც ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის 7.7%-ს შეადგენს.

ფლორიდის უნივერსიტეტის ტურიზმის კრიზისების მართვის ინიციატივის დირექტორის პროფესორ ლორი პენინგტონ-გრეის განცხადებით, კორონავირუსის წინანდელ მდგომარეობას ტურიზმის სექტორი მალე ვერ დაუბრუნდება.

„არ ვარ დარწმუნებული, რომ სექტორი მალე დაუბრუნდება კორონავირუსის წინანდელ მდგომარეობას. ტურიზმმა წინანდელი მოცულობით და დატვირთვით, რომ იმუშაოს ამას წლები დასჭირდება. ეს ინდუსტრია აუცილებლად აღდგება, მაგრამ ეს ხვალ არ მოხდება“, -განაცხადა ლორი პენინგტონ-გრეიმ.