მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CNN: კორონავირუსმა შეიძლება, ძირითადი იმუნური უჯრედები დათრგუნოს

5f2d259e13e22
ნათია თაქთაქიშვილი
07.08.20 14:30
1012
ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის მკვლევარები აცხადებენ, რომ კორონავირუსმა შეიძლება ძირითადი იმუნური უჯრედები დათრგუნოს, რაც ორგანიზმს ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში ხელს უშლის. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, მკვლევარები აცხადებენ, რომ თუ იმუნიტეტის გაძლიერება მოხდება სპეციალური მედიკამენტებით, ეს პაციენტებს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებაში დაეხმარება. ახალ მიდგომას რამდენიმე ჯგუფი უკვე ტესტავს. 

ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის მკვლევარებმა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 41 პაციენტის სისხლი შეამოწმეს და მათი იმუნური ფუნქცია ჯანმრთელი მოხალისე პირების იმუნურ სისტემას შეადარეს.

კვლევებმა აჩვენა, რომ კორონავირუსმა სრულად დათრგუნა იმუნური სისტემის უჯრედები, რომლებიც ცნობილია როგორც დენდრიტული უჯრედები, ე.წ. T-უჯრედებთან ერთად. სწორედ ეს უჯრედებია პასუხისმგებელი ორგნიზმის იმუნურ რეაქციაზე.

„კვლევების თანახმად, თუკი მოხდება იმუნიტეტის გაძლიერება სპეციალური მედიკამენტებით ან ანტივირუსული ქმედებებით, როგორიც არის ინტერფერონი beta-1b-ის გამოყენება, შესაძლებელია მნიშვნელოვნად შემცირდეს კორონავირუსით ინფიცირების და სიკვდილიანობის შემთხვევეები“, - აღნიშნულია ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის კვლევაში.