მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CNN-მა აუცრელი თანამშრომლები სამსახურიდან გაათავისუფლა

610d2a99b4c21
ნათია თაქთაქიშვილი
06.08.21 21:41
4587
ახალი ამბების ამერიკულმა არხმა CNN-მა სამი აუცრელი თანამშრომლები სამსახურიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, არხის პრეზიდენტმა ჯეფ ცუკერმა გუშინ თანამშრომლებს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ეწერა, რომ აუცრელად სამსახურში არ გამოცხადებულიყვნენ, რადგან ვაქცინაცია ყველასთვის სავალდებულოა.

„ჩვენთან ვაქცინაცია სავალდებულოა და აუცრელი თანამშრომლების მიმართ ნულოვანი ტოლერანტობა გვაქვს, რადგან მათ სხვა თანამშრომლებთან უწევთ კონტაქტი“, - განაცხადა ჯეფ ცუკერმა.

ახალი ამბების არხის ხელმძღვანელის განცხადებით, კომპანია თანამშრომლების ოფისში დაბრუნებას 7 სექტემბრისთვის განიხილავდა, თუმცა ჯეფ ცუკრეის თქმით, ოფისში დაბრუნების დრომ ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის გადაიწია, მიზეზი კორონავირუსით ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლებია.

შეგახსენებთ, რომ ვაქცინაცია თანამშრომლებისთვის სავალდებულო გახადა Google-მა, Facebook-მა და Uber-მა, ასევე აშშ-ში ყველა საჯარო დაწესებულების თანამშრომელს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება მოეთხოვებათ.