მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CNN: Microsoft-ში 4-დღიანი სამუშაო კვირის დაწესებამ თანამშრომელთა პროდუქტიულობა 40%-ით გაიზარდა

5dc073da49234
BM.GE
05.11.19 00:25
4236
კომპანია Microsoft-მა იაპონიაში 4-დღიანი სამუშაო კვირა დააწესა, რის შედეგადაც თანამშრომელთა პროდუქტიულობა გაიზარდა. ამის შესახებ CNN წერს. შემცირებული სამუშაო კვირის პროგრამა იაპონიაში მიმდინარე წლის ზაფხულში ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც პარასკევი შაბათ-კვირის მსგავსად, უქმედ გამოცხადდა. ახალი ინიციატივის შედეგები იმედისმომცემი აღმოჩნდა არამხოლოდ Microsoft-სთვის, არამედ სხვა კომპანიებისთვისაც.

დაკვირვებამ აჩვენა, რომ მიუხედავად სამუშაო საათების შემცირებისა, თანამშრომელთა პროდუქტიულობა თითქმის 40 პროცენტით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ამასთან, გარდა სამუშაო საათების შემცირებისა, კომპანიის თანამშრომლებს მენეჯერებმა მოუწოდეს რომ შეემცირებინათ შეხვედრებისა და ელექტრონული შეტყობინებებისთვის პასუხის გასაცემად საჭირო დროც. ახალი ინიციატივის მიხედვით, შეხვედრები 30 წუთზე დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს.

Microsoft-ის თანამშრომლების 90-მა პროცენტმა ახალი ინიციატივის მიმართ კმაყოფილება გამოთქვა.
გარდა თანამშრომელთა პროდუქტიულობის გაზრდისა, სამუშაო კვირის 4 დღემდე შემცირებით კომპანიამ დაზოგა დანახარჯებიც, მაგალითად ელექტროენერგიის ხარჯი.