მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CNN: მკვლევარების თქმით, მატერიის ნიღბები ვირუსისგან სათანადოდ ვერ გვიცავს

5f06ec379cf76
ნათია თაქთაქიშვილი
09.07.20 19:40
1386
როგორც CNN იუწყება, მკვლევარების დასკვნით, ჩვეულებრივი მატერიისგან შეკერილი ნიღბები, მათი სამედიცინო ანალოგებისგან განსხვავებით, კორონავირუსის ბაქტერიისგან სათანადოდ ვერ გვიცავენ.

სიდნეის უნივერსიტეტ New South Wales-ის მკვლევარების განცხადებით, მათი დაკვირვებით ინფიცირების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება მატერიის ნიღბების გამოყენების დროს.

მკვლევარებმა დაკვირვება 4 კვირის განმავლობაში აწარმოეს ადგილობრივი წარმოების ბამბის ქსოვილისგან დამზადებულ ნიღბებზე. ექპერიმენტში მონაწილე პირებს მისცეს რეკომენდაცია, გაერეცხათ ნიღბები ყოველ დღე საპნით და წყლით.

მკვლევარების განცხადებით, დაკვირვებამ სავალალო შედეგები აჩვენა, თუმცა, ექსპერიმენტატორების განცხადებით, შესაძლებელია, ექსპერიმენტში მონაწილე პირები სათანადოდ ვერ უვლიდნენ მატერიისგან დამზადებულ ნიღბებს.

„ქსოვილისგან წარმოებული ნიღბის ბაქტერიების გაფილტვრის ეფექტურობა დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, როგორიც არის ძაფი, პირბადის შრეების რაოდენობა, ქსოვილის ტიპი და წყლის მიმართ მდგრადობა. დღევანდელი დაკვირვებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქსოვილის ნიღბების ეფექტურობა შედარებით იზრდება თუკი ნიღაბს რამოდენიმე შრე ექნება და დამზადებული იქნება წყალგაუმტარი ქსოვილით“,-აღნიშნულია მკვლებარების განცხადებაში.

მკვლევარები ასევე ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ სამედიცინო პერსონალმა აუცილებლად უნდა გამოიყენოს სამედიცინო ნიღბები, ხოლო მატერიისგან დამზადებული ნიღაბი მხოლოდ სამედიცინოს ალტერნტივად შეიძლება გამოდგეს კრიზისულ მდგომარეობაში.