მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CNN: ქალი, რომელსაც კაპიტოლიუმში ესროლეს გარდაიცვალა

5ff648ac5bb8e
BM.GE
07.01.21 03:27
1677
ქალი რომელსაც კაპიტოლიუმში ესროლეს გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. გარდაცვალებამდე ის საავადმყოფოში იყო გადაყვანილი. დაღუპულის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით სამი საათის წინ აშშ-ის კაპიტოლიუმში ვითარება უკიდურესად დაიძაბა, როდესაც შენობის გარეთ მყოფი საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილი სენატში შეიჭრა და მცირე დროით  სხდომათა დარბაზიც დაიკავა.

ვითარება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების სერტიფიცირების განხილვის დროს გამწვავდა. შეჭრილი პირების წინააღმდეგ პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა. ამასთან, სენატისა და წარმომადგენელთა პალატის წევრთა ნაწილობრივი ევაკუაცია განხორციელდა.

"ჩვენ არჩევნები მოგვპარეს და ხელიდან გამოგვაცალეს, ეს ყველამ იცის! მაგრამ კანონს პატივი უნდა ვცეთ"- განაცხადა აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თვითერის მეშვეობით გამოქვეყნებულ მიმართვაში. ვიდეომიმართვა კაპიტოლიუმის წინ არსებული საპროტესტო აქციის განმუხტვისკენ იყო მიმართული.
 
სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა ჯო ბაიდენმაც, რომელმაც კაპიტოლიუმში შექმნილი ვითარება სწორედ ტრამპის მიერ არჩევნების "გაყალბების" შესახებ გაკეთებულ განცხადებებს დაუკავშირა. 

ვაშინგტონის მერის გადაწყვეტილებით, ქალაქში 18:00-დან კომენდანტის საათი ამოქმედდა.