მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CNN: "გასაკვირი არ არის, რომ ამდენი ადამიანი უბრალოდ მიჰყვება კრემლის ხაზს"

625660eab30e2
მარიამ ადამია
14.04.22 00:30
1761

„რუსები, რომლებიც ახალ ამბებს რუსეთის პროპაგანდისტული მედიის საშუალებით იგებენ, ალტერნატიულ რეალობაში ცხოვრობენ“, - ამბობს მადლინ როუჩი, ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად რუსეთის პროპაგანდისტულ მედიაში - პირველ არხზე, დილის ამბებს მხოლოდ იმის გამო ისმენს, რომ  “ალტერნატიული რეალობის” შესახებ, ანალიტიკური სტატია მოამზადოს.

რუსული მედიის ცნობით, რუსულ ჯარს არც დანაკარგები აქვს, არც მსხვერპლს ითვლიან და მითუმეტეს არც სისასტიკეს ჩადიან. შესაბამისად, უკრაინაში ყველაფერი პირიქით ხდება. ამბობენ, რომ უკრაინელები თავად კლავენ უდანაშაულო ადამიანებს და უდიდესია მსხვერპლის რაოდენობაც და პარალელურად კარგავენ ტერიტორიებსაც. ასე რომ, თუკი მხოლოდ რუსულ მედიას დავეყრდნობით, მოქალაქეებს ყველა მიზეზი აქვთ იმისათვის, რომ იამაყონ საკუთარი ქვეყნითა და ხელისუფლებით. 

ექსპერტები აცხადებენ, რომ პუტინის მიერ ადამიანების ინფორმაციულ ვაკუუმში მოქცევის მეთოდი იდეალურად მუშაობს და მიუხედავად იმისა, რომ ალტერნატიულ ინფორმაციაზე წვდომა დღეს პრობლემას აღარ წარმოადგენს, თანაც უამრავი რეალური ფაქტი ვრცელდება უკრაინასთან დაკავშირებით მთელს მსოფლიოში, თითქმის ყველა სოციალურ ქსელში, მაინც რუსეთი მაქსიმალურად აკონტროლებს საზოგადოებრივ აზრს და არწმუნებენ ადამიანებს იმ სიმართლეში, რისიც უნდათ რომ სჯეროდეთ.

"გასაკვირი არ არის, რომ ამდენი ადამიანი უბრალოდ მიჰყვება კრემლის ხაზს. ეს მათთვის ყველაზე მარტივია და არ ეძებენ ალტერნატიულ ინფორმაციას” - წერს CNN. 

ამიტომაც დღეს რუსეთში პროფესია “ჟურნალისტი”, ისეთი როგორიც უნდა იყოს და ასევე ცნება “სანდო წყარო” არ არსებობს. კანონით იკრძალება ომის შესახებ საუბარიც, რადგან ეს “ სპეციალურ სამხედრო ოპერაციად” აღიქმება. ხოლო ყველა დამოუკიდებელი მედიასაშუალება, რომელიც ომამდე რუსეთში არსებობდა, უკვე გავიდა, დაიხურა, ან გაჩუმდა. 

მეტიც, რუსი ოპოზიციონერი ვლადიმერ კარა-მურზა მხოლოდ იმის გამო დააკავეს, რომ CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მან ომის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე მოვლენები პუტინის დამხობას გამოიწვევს. ინტერვიუს შემდეგ სამართალდამცავებმა ის საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის წინ დააკავეს.  რუსეთი სასტიკ პროპაგანდისტულ ომშია ჩართული, რათა თავისივე დანაშაული გაამართლოს. 

და მაინც, რატომ იწონებს რუსეთში ამდენი ადამიანი კრემლის პროპაგანდას? ექსპერტები განმარტავენ, რომ მოქალაქეებს ურჩევნია სჯეროდეთ, რომ მათი ქვეყანა კარგია და არავის უნდა აღიაროს, რომ რაღაც ფუნდამენტურად შესაცვლელია.