მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CNN: რატომ აფეთქდა ინფექცია ხელახლა ჰონგ-კონგში?

5e7cd2097eb1b
მარიამ ადამია
27.03.20 00:10
55460
ადამიანების დროული რეაქცია და იზოლაცია იყო ის მთავარი ელემენტები, რომლის საშუალებითაც იცავდნენ თავს ჰონგ-კონგში მოქალაქეები. მუშაობდნენ დისტანციურად, იცავდნენ უსაფრთხოების ნორმებს, ხშირად იბანდნენ ხელებს, ატარებდნენ ნიღბებსა და სპეციალურ აღჭურვილობას და რაც მთავარია, იცავდნენ სოციალურ დისტანციას. ახლა ამ ყველაფერს წარსულ დროში ვამბობთ, იმიტომ კი არა, რომ დღეს ამას აღარ აკეთებენ, უბრალოდ იმიტომ რომ მათ ეს მექანიზმი დროებით შეასუსტეს და ინფექცირების ახალი ტალღის წყაროც გახდნენ.

მოკლედ, იმ დროს როდესაც მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ აზიაში, მათ შორის სამხრეთ კორეაში და იაპონიაში დაავადებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, 7-ნახევარ მილიონიან ქალაქში მხოლოდ 150 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. სწრაფად გავრცელდა ინფექცია მთელს ევროპაში და ჩრდილოეთ ამერიკაში, თუმცა, ჰონგ-კონგი ამ პანიკის პერიოდში სტაბილურობას ინარჩუნებდა.

თუმცა, მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა, როდესაც საზოგადოებამ ვირუსის წინააღმდეგ კარგად აპრობირებული და ყველაზე გამართლებული მეთოდები შეასუსტა. სახლიდან რამდენიმე კვირის მუშაობის შემდეგ, ჰონგ-კონგის 180 000 საჯარო მოხელეთა უმრავლესობა დაბრუნდა ოფისებში. ისევ დაიწყო ხალხმა ქუჩაში სიარული და ხალხმრავლობა აღარ მიაჩნდათ საშიშად. შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობა აქ არასდროს გამოცხადებულა და არც აკრძალულა სადმე გასვლა, რადგან ყველაფერი ნებაყოფლობითი იყო, როგორც სახლში დაჯდომა, ასევე იქედან გამოსვლაც. ასე დაიწყო ჰონგ-კონგმა ძველი ცხოვრების სტილის დაბრუნება. შედეგად კი ბოლო ერთ კვირაში დაავადებულთა რაოდენობა ქალაქში გაორმაგდა და დაიწყო ადგილობრივი გადაცემა. ინფექცია ასევე შეიტანეს მოქალაქეებმა, რომლებიც სასწავლებლად ან სამუშაოდ იყვენენ წასულები სხვა ქვეყნებში. ასვე დაინფიცირდნენ ის ადამიანები, რომლებმაც ჩინეთში კორონავირუსის აფეთქების ფონზე, თავის დასაცავათ ჰონგ-კონგი დატოვეს და სხვა კონტინენტზე გადაინაცვლეს, ახლა სამშობლოში დაბრუნებულები კი უკვე დაავადებულები არიან.

ამიტომაც, დღევანდელი მდგომარეობით ყველას, მათ შორის არარეზიდენტებს ეკრძალებათ ტერიტორიის დატოვება და შემუშავებულია ახალი გეგმა, შეზღუდვები, რადგან მოულოდნელი დარტყმებისთვისაც მზად იყოს ქალაქი. მსგავს გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს მთელი მსოფლიო, რადგან აქ განხორციელებული ღონისძიებებით ხელმძღვანელობს შემდეგ ევროპა და ამერიკა. ასე გვკარნახობს ჰონგ-კონგი ცხოვრების სტილს და თავდაცვის საშუალებებსაც, ხოლო სახლში დარჩენა უფრო გრძელვადიანი იქნება, ვიდრე ალბათ ჩვენ წარმოგვიდგენია.

მაგრამ ეს ბოლო შემთხვევა, შეიძლება მწარე გაკვეთილად დაგვამახსოვრეს ყველას როგორც ჰონგ-კონგის მოქალაქეებს, ასევე ჩვენს, რომ იგივე არ გავიმეოროთ, არ მოვდუნდეთ დროზე ადრე და სულ გვახსოვდეს, რომ დავრჩეთ სახლში. ასევე უნდა გავაძლიეროთ კარანტინი და სოციალური დისტანცია რომ ინფექციის მორიგი რაუნდი ავიცილოთ თავიდან, ამაზე პასუხისმგებლები კი ვართ ყველა ჩვენ ინდივიდუალურად.