მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CNN: რუსეთს $140 მილიარდის ოქროს მარაგი აქვს, მაგრამ მისი ყიდვა არავის სურს

623812b32d945
მარიამ ადამია
22.03.22 14:10
2401

ნავთობის მსგავსად ოქროს ფასიც მკვეთრად მას შემდეგ გაიზარდა, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. ნავთობთან ერთად რუსეთს ოქროს ყველაზე დიდი მარაგები აქვს მსოფლიოში, რაც რიცხვებში  ასე გამოიყურება: 2,300 ტონა ოქრო, რაც დაახლოებით 140 მილიარდი დოლარის ეკვივალენტია. უცხოური გამოწცემი წერენ, რომ რუსეთის "ოქრო არავის უნდა"- ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა CNN ავრცელებს.

მათივე ცნობით, ძვირფასი ლითონის უზარმაზარი მარაგი რუსეთმა გასული ათწლეულის განმავლობაში დააგროვა და მას ერთგვარი ეკონომიკური გადაზღვევის ფუნქცია ჰქონდა, მაგრამ როგორც ნავთობის, ასევე ოქროს შემთხვევაში, სანქციები რუსეთს ამ პროდუქტების რეალიზებას ძალიან ურთულებს. 

„მათ სწორედ ამ ვითარებასთან გამკლავის მიზნით შეიძინეს  ოქრო, მაგრამ თუ არავინ გაგიცვლის, მას შენთვის არანაირი სარგებლის მოტანა არ შეუძლილა,“- ამბობს კორკის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის ლექტორი.

გასულ კვირას ლონდონის ოქროს ბაზარმა, აკრძალა რუსული ოქრო და ფაქტობრივად შეუჩერა  გლობალური ვაჭრობის შესაძლებლობა, რასაც მოჰყვა აშშ-ის სენატის საპასუხო ნაბიჯი და ახალი კანონპროექტი, რომლის თანახმადაც,  აშშ-ს მოქალაქეებს ეკრძალებათ ნებისმიერი ტრანზაქციის განხორციელება, რომელიც დაკავშირებულია რუსულ ოქროსთან.

„რუსეთის ოქროს მარაგები ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან აქტივებს შორის, რომელიც პუტინს შეუძლია გამოიყენოს თავისი ქვეყნის ეკონომიკის კიდევ უფრო დაცემის თავიდან ასაცილებლად“, - თქვა სენატორმა აუგუსტ კინგმა. მისივე თქმით, ამ რეზერვებისთვის სანქციების დაწესებით რუსეთი მსოფლიო ეკონომიკისგან კიდევ უფრო იზოლირებული დარჩება.

თუმცა, რუსეთის ცენტრალური ბანკის განცხადებით, საერთაშორისო მყიდველების გარეშეც ოქროზე შიდა მოთხოვნა მაღალია. გარდა ამისა, უკრაინის ეკონომიკის სამინისტრო, სხვა ქვეყნების მთავრობებთან ერთად, ეძებს მექანიზმს, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკის ოქროს და სავალუტო რეზერვები, რომლებიც გაყინულია, უკრაინაში გადაიტანოს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ  განაცხადა. მისი თქმით, ეს სახსრები უკრაინაში, რუსული აგრესიისგან მიყენებული ზარალის კომპენსირებას მოხმარდება.