მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CNN: რუსული ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ, რომელიც პუტინის შვილზე გამოსცადეს

5f32770ed0fe4
ნათია თაქთაქიშვილი
11.08.20 14:45
4911
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო ტელევიზიასთან საუბრისას განაცხადა, რომ Gamaleya Institute-ის შემუშავებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დარეგისტრირდა. ამის შესახებ ინფრომაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, პუტინის განცხადებით მედიკამენტმა ყველა საჭირო კველვა გაიარა.

„დღეს დილით, მსოფლიოში პირველი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დარეგისტრირდა. მე ვიცი, რომ ეს საოცრად ეფექტურია და სტაბილურ იმუნიტეტეს აყალიბებს. ვიმედოვნებ, რომ უცხოელი კოლეგებიც მალე დადებენ ეფექტურ შედეგებს და მრავალგვარი მედიკამენტი იქნება კორონავირუსის საწინააღმდეგოდ“,- განაცხადა პუტინმა.

როგორც პუტინი აცხადებს, ვაქცინის საცდელი ვერსია გაუკეთდა მის ქალიშვილს, რომელსაც მხოლოდ ცოტა ხნით ჰქონდა მაღალი ტემპერატურა და ამჟამად თავს კარგად გრძნობს.

„მან ექსპერიმენტში მიიღო მონაწილეობა. როდესაც ვაქცინა პირველად მიიღო მისი ტემპერატურა 38 ცელსიუსამდე გაიზარდა, ხოლო მეორე დღეს 37-ზე ჩამოვიდა. მეორე აცრის შემდეგ ტემპერატურამ უმნიშვნელოდ მოიმატა და ახალა თავს მშვენივრად გრძნობს“,-აცხადებს პუტინი.

გამოცემის მიხედვით, რუსეთს მედიკამენტთან დაკავშირებული მეცნიერული დოკუმენტები არ გაუსაჯაროებია, ამიტომ უცნობია ზუსტი ინფორმაცია რამდენად უსაფრთხოა ვაქცინა ამ ეტაპზე.