მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CNN საქართველოში მდებარე 10 საოცნებო ადგილზე წერს

5e348f6635d15
BM.GE
01.02.20 00:28
8368
10 საოცნებო ადგილი საქართველოში, - ამ სათაურით CNN-ი სტატიას აქვეყნებს. როგორც ავტორი წერს, დასავლეთ საქართველოში სუბტროპიკული ციტრუსის ბაღების ნახვაა შესაძლებელი, აღმოსავლეთ საქართველოში კი ვენახების. სტატიაში ჩამოთვლილია ათი ადგილი, რომელსაც ავტორი ახასიათებს როგორც გასაოცარს.

მათ შორის ერთ-ერთია მუცო, სადაც მხოლოდ 22 ხევსურიღა ცხოვრობს. ასევე მოყვანილია კიდევ ერთი მაღალმთიანი დასახლება უშგული, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტია. სტატიაში საუბარია ვარძიაზეც, რომელიც თბილისიდან ხუთი საათის სავალზეა და სადაც წარმოდგენილია გამოქვაბულების კომპლექსი.

გელათის მონასტერი - ავტორი მსურველს ურჩევს ქუთაისში მდებარე ამ მონასტერს ეწვიოს და გაეცნოს ბიზანტიის სტილის ფრესკებს. ავტორს არ გამორჩენია გერგეთის სამებაც, რომელიც ყაზბეგში მდებარეობს და რომელიც მე-14 საუკუნეში გლეხებმა ააგეს.

CNN-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარია ასევე ანანურზე და გომისმთაზეც, რომელიც გურიის მთებში მდებარეობს. ავტორი ამბობს, რომ გომისმთა მესტიის, ბორჯომისა და სტეფანწმინდისგან განსხვავებით ნაკლებად ცნობილია.

სტატიის ავტორს არც სიღნაღი გამორჩენია, სადაც მსურველს ღვინის დაგემოვნება შეუძლია. ასევე დართლო, რომელიც თუშეთის ნაწილია და სადაც ქვის კოშკების ნახვაა შესაძლებელი.

და ბოლოს, ავტორი საუბრობს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე, რომელიც ვიზიტორს მეექვსე საუკუნეში ამოგზაურებს.