მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CNN: თუ პანდემია არ დასრულდება, ოლიმპიური თამაშები შეიძლება მომავალ წელსაც გადაიდოს

5ea8111779db6
ნათია თაქთაქიშვილი
28.04.20 21:30
805
მედია გამოცემა CNN-ი Tokyo 2020-ის პრეზიდენტ იოშირო მორისიზე დაყრდნობით წერს, რომ მომავალი წლის ზაფხულისთვის დაგეგმილი ოლიმპირი თამაშები შესაძლებელია კიდევ გადაიდოს თუკი პანდემია არ დასრულდება.

„თუკი კორონავირუსის პანდემია მომავალი წლის ზაფხულისთვის არ დასრულდება, ოლიმპიური თამაშები არ გაიმართება. როგორც ხედავთ წელსაც არ გაიმართა ოლიმპიადა პანდემიის გამო. ჩვენ ახალა უხილავი მტრის წინაშე გვიწევს ბრძოლა“,– განაცხადა იოშირო მორისმა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს ყველაზე მტკიცე განაცხადია ოლიმპიური კომიტეტის მიერ, რომელიც მათ აქამდე გაუკეთებიათ. შეგახსენებთ, რომ ოლიმპიურ კომიტეტს დიდი ხნის განმავლობაში სურდა თამაშები ტოკიოში გაემართა .

ამჟამინდელი მონაცემებით, ოლიმპიური თამაშები 2021 წლის 23 ივლისიდან ჩატარდება.