07.აპრილი .2020 16:10

ცნობები, რომ ბორის ჯონსონი სასუნთქ აპარატზე იმყოფება, "რუსული დეზინფორმაციაა"

views 336
უკან

ბრიტანეთის მთავრობამ უარყო რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი სასუნთქ აპარატზე იმყოფება მას შემდეგ, რაც ის საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. ამის შესახებ ინფორმაციას politico.eu ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური აცხადებს, რომ გავრცლებული ცნობები ბორის ჯონსონის მდგომარეობასთან დაკავშირებით არის „რუსული დეზინფომაცია“ და ის მართალია, საავადმყოფოშია, მაგრამ „თავს მშვენივრად გრძნობს“.

„ბრიტანეთის შესაბამისმა ორგნოებმა შენიშნეს ყალბი ცნობების ზრდა მას შემდეგ, რაც COVID-19 დაუდასტურდა პრემიერ მინისტრს. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ სოციალურ მედიასთან, იმასთან დაკავშირებით, რომ ცრუ ინფორმაცია დაუყოვნებლივ წაიშალოს“, - აცხადებს პრემიერის პრეს-სამსახური.

ჯონსონს კორონავირუსი 27 მარტს დაუდგინეს. მას შემდეგ პრემიერი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და მუშაობას სახლიდან აგრძლებდა, თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ბორის ჯონსონი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გუშინ გადაიყვანეს. ასეთი ნაბიჯი სპეციალისტებმა სიფრთხილის გამო მიიღეს, რადგან ჯონსონს კორონავირუსის სიმპტომები უკვე 10 დღეზე მეტია აქვს.