მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც Instagram-ზე ყველაზე მეტი გამოიმუშავეს

5e0a0f9f1833a
ნათია თაქთაქიშვილი
31.12.19 00:10
1479
კომპანია Buzz Bingo-მ იმ ვარსკვალვების სია შეადგინა, ვინც ყველაზე მეტი გამოიმუშავა სოციალურ ქსელ Instagram-ზე 2019 წლის განმავლობაში. ინფორმაციას გავლენინაი გამოცემა The Sun-ი აცხადებს. სიის სათავეში ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუა.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა 2019 წელს 38,2 მილიონი ფუნტი სტერლინგი (50,2 მილიონი დოლარი) გამოიმუშავა. სპეციალისტების თქმით, მისმა ერთმა დასპონსორებულმა პოსტმა ფეხბურთელს საშუალოდ 780 ათასი ფუნტი სტერლინგი (1,02 მილიონი დოლარი) მოუტანა.

მეორე ადგილზე არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესია. 2019 წელს Instagram-ზე განთავსებულმა პოსტებმა მას 18,7 მილიონი ფუნტი სტერლინგის (24,6 მილიონი დოლარი) მოგება მოუტანა.

სამეულს ასრულებს ამერიკელი სუპერმოდელი კენდალ ჯენერი. სოციალური ქსელების დახმარებით, მან 12,7 მილიონი ფუნტი სტერლინგი (16,7 მილიონი დოლარი) გამოიმუშავა.

Instagram-ის მდიდარ ვარსკვლავებს შორის ასევე არის დევიდ ბექჰემი, ნეიმარი, სელეგა გომესი, კაილი ჯენერი და მისი უმცროსი და ქლოე კარდაშიანი.