მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცნობილი ავტოკონცერნები ჩინეთის ქალაქ უჰანიდან თანამშრომლების სამშობლოში დაბრუნებას აპირებენ

5e30092f76047
ნათია თაქთაქიშვილი
28.01.20 14:22
867
როგორც BBC წერს, საერთაშორისო ავტომობილების მწარმოებელი რამდენიმე კომპანია უჰანთან ახლოს ფლობს ქარხნებს, რომლებიც მანქანათმშენებლობისთვის არის განკუთვნილი. აღსანიშნავია, რომ უჰანი ჩინეთის მეშვიდე უდიდესი ქალაქია საავტომობილო წარმოების თვალსაზრისით.

ფრანგული ავტომობილების მწარმოებელმა ჯგუფმა PSA, რომელიც ფლობს Peugeot-ის და Citroen-ის ბრენდებს, განაცხადა, რომ კომპანია უჰანიდან სამშობლოში დააბრუნებს საკუთარ პერსონალს და მათ ოჯახის წევრებს, ჯამში, 38 ადამიანს.

იაპონური Honda Motor-იც, რომელიც ასევე ფლობს საწარმოს უჰანში, აცხადებს, რომ აპირებს თავისი პერსონალი, დაახლოებით, 30 ადამიანი, დააბრუნოს იაპონიაში.

ასევე, მსოფლიოში ცნობილმა ავტო კონცერნმა Nissan-მა, რომელიც უჰანთან საწარმოს აშენებს, მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკუთარი პერსონალი და მათი ოჯახის წევრების უმრავლესობა ქალაქიდან გამოიწვიოს.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის მთავრობის მიერ გადაადგილებასთან დაწესებული შეზღუდვის გამო, ზარალი ნახეს ისეთმა ცნობილმა ავტო საწარმოებმა, როგორიც არის Tesla, General Motors-ი და Volkswagen-ი. როგორც იცით, კომპანიების საწარმოები შანხაიშია განთავსებული, ხოლო ჩინეთის მთავრობამ 8 თებერვლამდე გაახანგრძლივა საახალწლო არდადეგები და მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.