მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცნობილი გახდა, როგორ ეხმარება მთავრობა სეტყვისგან დაზარალებულ კახელ მევენახეებს

612a270731f26
თელარა გელანტია
28.08.21 16:05
1953
მევენახეები დაზიანებულ 1 კგ რქაწითელს 80 თეთრად და 1 კგ საფერავს 1 ლარად ჩააბარებენ, ხოლო მათ ვისაც მოსავალი სრულად გაუნადგურდა, ერთჯერადი კონპენსაციის სახით 3000 ლარს მიიღებენ - აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო. საქმე ის არის, რომ 26 აგვისტოს, ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4 600 ჰექტარი ვენახი დააზიანა.

როგორც bm.ge-ის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი შიოშვილმა „რთველი 2021“-ის საკოორდინაციო შტაბში სეტყვით შედეგად დაზიანებული ყურძნის მიღება-გადამუშავების საკითხთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართეს.

„კახეთის რეგიონის 5 მუნიპალიტეტში დაფიქსირდა უპრეცედენტოდ დიდი სტიქია, სეტყვა, რომელმაც გაანადგურა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. ჩვენ გვქონდა მყისიერი რეაგირება, საკორდინაციო შტაბის მიერ კონკრეტული გადაწყეტილებები უკვე მიღებულია. მთავრობის გადაწყვეტილებით, დასეტყვილი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება. რამდენიმე ლოკაციაზე გახსნილია პუნქტები, სადაც მევენახეები დაზიანებულ 1 კგ რქაწითელს 80 თეთრად და 1 კგ საფერავს 1 ლარად ჩააბარებენ. ეს არის მაქსიმალური კონპენსაცია, რასაც ჩვენი ფერმერები მიიღებენ.

იმ მევენახეებს, რომელთაც სრულად გაუნადგურდათ ყურძნის მოსავალი, ერთჯერადი კონპენსაციის სახით, სახელმწიფო 3000 ლარს გადაუხდის, რათა მოხდეს ვენახების აღდგენა და ყურძნის წარმოება. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ ის განადგურებული ხილის ბაღები, სადაც მომავალ წლებში რეალურად ვეღარ მოხდება მოსავლის მიღება, ჩავანაცვლოთ და სწორედ ამ მიზნით, პროგრამის ,,დანერგე მომავლი“ ფარგლებში, ბაღების აღსადგენად ნერგები სრულად დაფინანსდება და ასევე მოხდება თანადაფინანსება სარწყავი სისტემის. ეს იქნება ადეკვატური პასუხი ჩვენი ფერმერების საჭიროებებზე ამ სტიქიიდან გამომდინარე“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.