მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცნობილია 500startups-ის 10 ფინალისტის ვინაობა

60182eab65ac1
თამთა ჯიჯავაძე
01.02.21 20:45
748
უკვე ცნობილია 10 ფინალისტი სტარტაპის ვინაობა, რომლებიც #500startups-მა, როგორც საქართველოს, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით წარმოდგენილი 140 აპლიკაციიდან შეარჩია. ამის შესახებ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

GITA-ს ინფორმაციით, ექვსკვირიან ინტენსიურ სააქსელერაციო პროგრამას გაივლიან:
● Activechat
● Agrolabs
● B2C.GE
● Corebook
● Kernel
● Kvalifika
● My Nanny
● PAYZE
● Simpolium
● YouTravel.me

ინფორმაციისთვის, 500 Startups-ი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი აქსელერატორია. 2010 წლიდან, სილიკონ ველიზე მისი დაარსების დღიდან, 500 Startups-მა 2 400-ზე მეტ კომპანიაში განახორციელა ინვესტირება, დღესდღეობით კი მისი კაპიტალი 600 მილიონ დოლარს აღემატება. აქსელერაციის პროგრამა საქართველოში საქართველოს ბანკის და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პარტნიორობით ხორციელდება.