30.ივლისი .2021 21:27

ცნობილმა მოდის სახლმა ჰომოფობიური განწყობების გამო სვანეთში გადაღება გააუქმა - სოფო ჭყონია

ცნობილმა მოდის სახლმა ჰომოფობიური განწყობების გამო სვანეთში გადაღება გააუქმა - სოფო ჭყონია
views 1726
უკან

ცნობილმა მოდის სახლმა ჰომოფობიური განწყობების გამო სვანეთში გადაღება გააუქმა,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს დამფუძნებელი და ორგანიზატორი სოფო ჭყონია წერს.

"მსოფლიოში ერთ-ერთ ცნობილ დიდ მოდის სახლს სარეკლამო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ჰქონდა გადაღება საქართველოში, კერძოდ სვანეთში. ეს გადაღება ჰოლივუდის ვარსკვლავის მონაწილეობით უნდა მომხდარიყო. ზუსტად ერთი წელი მიმდინარეობდა მოლაპარაკება ამ პროექტზე. დღეს მათ გადაღება საქართველოში გააუქმეს ქვეყანაში ჰომოფობიური განწყობების გამო. ძალიან სამწუხაროა!", - წერს სოფო ჭყონია.

bm.ge მეტი დეტალის გარკვევას ცდილობს, რომელსაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა