მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Coca-Cola Bottlers Georgia მომხმარებელს აფრთხილებს

6098e844bb0da
თელარა გელანტია
10.05.21 11:59
3586
Coca-Cola Bottlers Georgia მომხმარებელს მიმართავს და შესაძლო თაღლითობის შესახებ აფრთხილებს.

შესაბამისი განცხადება კომპანიის Facebook-გვერდზე ვრცელდება, რომლის თანახმად, ყალბი გვერდიდან მოქალაქეებს გარკვეულ გათამაშებაში მონაწილეობას სთავაზობენ.

"ძვირფასო მომხარებელო, მოგახსნებთ, რომ აღნიშნული ვებგვერდი და ვიქტორინა გახლავთ თაღლითური სქემა, რათა მოიძიონ თქვენი პირადი ინფორმაცია. კომპანია „კოკა-კოლა“ არ აწარმოებს არანაირი სახის ვიქტორინას და გათამაშებას. გთხოვთ, ყურადღებით მოეკიდოთ აღნიშნულ საკითხს. ინფორმაცია კიბერდანაშაულის შესახებ მიწოდებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერდანაშაულის დეპარტამენტისათვის და აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება“, - ნათქვამია განცხადებაში.