მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Coca-Cola Bottlers Georgia: თაღლითური შეტევის ტალღა უმოკლეს ვადაში აღიკვეთება

60b7990a12e28
ინგა მურუსიძე
02.06.21 18:50
3203
კომპანია Coca-Cola Bottlers Georgia-ში განმარტავენ, რომ თაღლითური შეტევის ტალღა უმოკლეს ვადაში აღიკვეთება. როგორც bm.ge-ს კომპანიაში უთხრეს, საკითხზე უკვე ზრუნავს „კოკა-კოლას“ სათავო ოფისი ატლანტაში.

„რამდენიმე თვის წინაც მოხდა მსგავსი რამ. მივაწოდეთ ინფორმაცია კიბერ-უსაფრთხოების განყოფილებას და უახლოეს მომავალში დაიბლოკება ეს სპამსაიტი. სხვადასხვა ქვეყნებში პერიოდულად ხდება არა მხოლოდ „კოკა-კოლას“, არამედ სხვა დიდი კორპორაციების სახელების გამოყენება“, - აცხადებენ კომპანიაში.

Coca-Cola Bottlers Georgia მიმართავს მოქალაქეებს, ნუ გახსნიან ვებგვერდს და ნუ მისცემენ ჰაკერებს შესაძლებლობას, გამოიყენონ მათი პირადი ინფორმაცია.

„ეს არის ჰაკერების მიერ შექმნილი აპლიკაცია და თავი შეიკავეთ ლინკზე გადასვლისგან. ჩვენი კომპანიის შესახებ ინფორმაცია განთავსდება მხოლოდ ჩვენს ოფიციალურ საიტებსა და facebook-გვერდზე“, - ამბობენ კომპანიაში.

ინფორმაციისთვის: სოციალურ ქსელ facebook-ში და არა - მხოლოდ, სპამურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „კოკა-კოლა“ გათამაშებას მართავს. მოქალაქეებს კონკრეტულ ლინკზე გადასვლით გათამაშებაში მონაწილეობას და 2000 ლარის მოგებას.