მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Coca-Cola კიევის ოლქში დანგრეულ საბავშვო ბაღს აღადგენს

62f4cb70ad29d
გიორგი არონია
11.08.22 20:12
782
გამაგრილებელი სასმელების ამერიკული გიგანტი - Coca-Cola კიევის ოლქის სოფელ ბოჰდანივკაში მდებარე საბავშვო ბაღს აღადგენს, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად დაინგრა, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული ბიზნეს ასოციაცია (EBA) ავრცელებს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ საბავშვო ბაღი ველიკა დიმერკას ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიაზე მდებარეობს - იქ, სადაც უკვე ოცდახუთი წელია, რაც Coca-Cola-ს ქარხანა ოპერირებს. რუსეთის მიერ აღნიშნული რეგიონის დროებითი ოკუპაციის შედეგად დაზიანდა, როგორც საბავშვო ბაღი, ასევე სკოლა, საავადმყოფო და სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურა.

აღსანიშნავია, რომ აღდგენის შემდეგ, საბავშვო ბაღი გაცილებით უფრო მეტ ბავშვს მოემსახურება და თან, ის წინასასკოლო განათლებისა და სარეკრეაციო აქტივობების მიმართულებით რეფოკუსირდება. ამასთანავე, დაგეგმილია უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლებაც, რისთვისაც საბავშვო ბაღთან თავშესაფარი მოეწყობა. საერთო ჯამში, პროექტისთვის $1.1 მილიონი გამოიყოფა. 

როგორც ირკვევა, საბავშვო ბაღის რეკონსტრუქციის წინაპირობად ადგილობრივი მაცხოვრებლების გამოკითხვა იქცა, რომლის შედეგებით გაირკვა, რომ ადგილობრივ მაცხოვრებლებისთვის ყველაზე მწვავე პრობლემას წინასასკოლო განათლების არარსებობა წარმოადგენს.

„ასეთ ლამაზ ადგილას ცხოვრება ჩვენს რეზიდენტებს ძალიან აბედნიერებთ, მაგრამ ბედისწერამ რთული გამოცდა მოგვიწყო, რომელსაც ღირსეულად შევხვდით ჩვენი მოსახლეობის, ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ბიზნესის ერთობლივი ქმედებების დამსახურებით. Coca-Cola ჩვენთვის საბავშვო ბაღს ააშენებს და ბოჰდანივკაში კვლავაც გაიჟღერებს ბავშვების ხმამაღალი კისკისი. ეს მძლავრი პასუხია იმ სირთულეებზე, რომლებიც თავს დაგვატყდა“, - განაცხადა ველიკა დიმერკას ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენელმა ანატოლი ბოჩკარიოვმა.

აღსანიშნავია, რომ საბავშვო ბაღის აღდგენა ერთადერთი გზა არ არის, რომლითაც ამერიკული კომპანია უკრაინის მოქალაქეებს ეხმარება. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, Coca-Cola-მ მოსახლეობას 1.14 მილიონი ლიტრი გაზიანი სასმელები უსასყიდლოდ მიაწოდა და თანამშრომლებისთვის ხელფასის ჩარიცხვა არ შეუწყვეტია. საერთო ჯამში, The Coca-Cola Company-მ და The Coca-Cola Foundation-მა უკრაინის დასახმარებლად $18.5 მილიონზე მეტი გამოყვეს.