მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Coca-Cola-მ 30 დღით Facebook-ზე ყველა სახის რეკლამა შეაჩერა

5ef9cfe568ad3
ნათია თაქთაქიშვილი
29.06.20 21:00
1292
მსოფლიოში ცნობილი უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი კომპანია Coca-Cola სოციალურ ქსელ Facebook-ზე ყველა სახის რეკლამას 30 დღით შეაჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას Business Insider-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, შაბათის მონაცემებით Facebook-ის აქციებზე ფასი 8%-ით შემცირდა, ხოლო მარკ ცუკერბერგის ქონებამ 7 მილიარდი აშშ დოლარით დაიკლო.

Coca-Cola-ს ნაბიჯი სოციალური ქსელის მიმართ დაწყებული ბოიკოტის "Stop Hate For Profit" - ის კამპანიის ნაწილია.

როგორც Business Insider-ი წერს, კომპანიებმა Facebook-ი დაადანაშაულეს რისიზმის წახალისებაში, რადგან რასისტული შინაარსის შემცველ პოსტებზე სოციალურმა ქსელმა შესაბამისი ზომები არ მიიღო.

შეგახსენებთ, რომ კამპანია "Stop Hate For Profit" 19 ივნისიდან დაიწყო, რაც ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას უკავშირდება. აღნიშნულ კამპანიაში ჩართულები არიან ისეთი კომპანიები, როგორიც არის Unilever და Ben & Jerry's-იც.