30.იანვარი .2020 22:22

Coca-Cola-მ იმაზე მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე ელოდებონენ

views 353
უკან

უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი კომპანია Coca-Cola გაზრდილ გაყიდვებზე და შემოსავლებზე საუბრობს. კომპანიამ ანალიტიკოსების მიერ ნავარაუდევზე უკეთესი შედეგები აჩვენა. ამის შესახებ CNBC-ი იტყობინება.

როგორც გამოცემა წერს, ანალიტიკოსები 8.89 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალს ელოდებოდნენ, მაშინ როცა კომპანიამ 9.07 მილიარდის შემოსავალი მიიღო.

როგორც სასმელების გიგანტურმა მწარმოებელმა განაცხადა, მეოთხე კვარტლის წმინდა შემოსავალმა 2.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 20%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით.

კომპანიის წმინდა გაყიდვები გაზრდილია 16%-ით 9.07 მილიარდ აშშ დოლარამდე. Coca-Cola-ს პროდუქციის გაყიდვების ზრდას მის ახალ პროდუქტებს უკავშირებენ, როგორიც არის Coke Plus Coffee და the expansion of Coke Zero Sugar.