მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Coca-Cola-მ მოსკოვის საწარმოებში $700 მილიონის ინვესტიცია ჩადო

5da02b3659083
მიხეილ ხაჩიძე
11.10.19 11:07
932

2010 წლიდან 2018 წლამდე Coca-Cola -მ მოსკოვში და მოსკოვის რეგიონში მდებარე მის საწარმოებში, 689.9 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადო-ამის შესახებ კომპანიის პრეს-რელიზშია ნათქვამი, რომელიც რუსეთში "კოკა-კოლას’’ პირველი საწარმოს 25 წლის იუბილეს ეძღვნება.

მოსკოვის რეგიონში კომპანიის სამი ქარხანა აქვს - თავად რუსეთის დედაქალაქში და ასევე მის რეგიონებში (შელკოვოსა და ისტრაში).

Coca-Cola HBC რუსეთში 1994 წლიდან მუშაობს. 2018 წელს კომპანიამ 561 მილიონ ლიტრზე მეტი პროდუქტია აწარმოა, რაც 8% -ით მეტია 2017 წელთან შედარებით.

საწარმოს დირექტორის, სერგეი სუშკოს განცხადებით, ქარხანას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვეა აღმოსავლეთ ევროპაში, შვიდი ჩამოსხმის ხაზი აქვს: პლასტმასისა და მინის ბოთლებისთვის, ალუმინის ქილაში და 10 და 20-ლიტრიანი სპეციალური შეფუთვები კაფეებისა და რესტორნებისათვის. როგორც ის აღნიშნავს, იქ წარმოებული პროდუქცია, არა მხოლოდ მეტროპოლს მიეწოდება, არამედ რუსეთის სხვადასხვა რეგიონსა, და ბელორუსიასაც.

"კოკა-კოლამ" რუსეთის ფედერაციაში სულ 6.2 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩადო.