მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Coca-Cola-მ შესაძლოა, ქაღალდის ბოთლები გამოიყენოს

602a6706702a6
ნათია თაქთაქიშვილი
16.02.21 00:30
983
Coca-Cola პლასტმასის ბოთლების ქაღალდის ბოთლებით ჩანაცვლებას განიხილავს, თუმცა ამჟამად ქაღალდის ბოთლები ტესტირების ეტაპზეა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ქაღალდის ბოთლების პირველი ნიმუში დანიურმა კომპანიამ Paper Bottle Company-მ წარმოადგინა.

ახალ ბოთლებს პლასტმასის სახურავი აქვს. თუმცა, საბოლოო მიზანი ბოთლების მთლიანად ქაღალდისგან დამზადებაა.

ორგანიზაცია Break Free From Plastic-ის მონაცემებით, Coca-Cola პლასტმასის ნარჩენებით გარემოს დაბინძურების მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს, მეორე ადგილზეა Pepsi, მესამეზე კი Nestle.

გამოცემა წერს, რომ Coca-Cola-ს მსგავსად მსოფლიოს სხვა წამყვანი კომპანიებიც ცდილობენ შეუერთდნენ „ნულოვანი დაბინძურების“ კამპანიას, რათა 2030 წლისთვის წარმოებაში მინიმუმადე შეამცირონ გარემოს დამაბინძურებელი მასალების გამოყენება.