09.მარტი .2022 01:17

Coca-Cola რუსეთში საქმიანობას აჩერებს - განცხადება

Coca-Cola რუსეთში საქმიანობას აჩერებს - განცხადება
views 1374
უკან

Coca-Cola აჩერებს თავის საქმიანობას რუსეთში. ამის შესახებ კომპანიამ ოფიციალური განცხადება ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.

„ჩვენი გულები იმ ადამიანებთანაა, რომლებიც უკრაინაში ამ ტრაგიკული მოვლენების მძიმე შედეგებს განიცდიან“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. „ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციის მონიტორინგს და შეფასებას გარემოებების განვითარებასთან ერთად", - აღნიშნავს კომპანია.

Coca-Cola, ჯერჯერობით, არ ავრცელებს დამატებით დეტალებს თუ როდიდან შეწყვეტს საქმიანობას.

"კოკა-კოლა" უერთდება "მაკდონალდსს", "სტარბაქსს" და სხვა ამერიკულ ბრენდებს და რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების გამო საკუთარ საქმიანობას დროებით აჩერებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა