მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Coca-Cola-ს ძველ ტერიტორიაზე დაგეგმილ პროექტს “ქარხანა” ერქმევა - რას გააერთიანებს სივრცე?

6054505213677
ლიკა გურაბანიძე
20.03.21 00:00
27590

დიზაინის სფერო, საკონცერტო დარბაზი, კინოსტუდია, სატელევიზიო სივრცეები, ასევე ტექნოლოგიების ჰაბი - ეს მცირე ჩამონათვალია იმ პროექტების, რომელთა განხორციელებასაც წერეთლის გამზირზე, Coca-Cola-ს ქარხნის ძველ ტერიტორიაზე კომპანია "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" დამფუძნებლის თემურ ჭყონიას შვილი სოფო ჭყონია გეგმავს.

როგორც პროექტის ხელმძღვანელი BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, მულტიფუნქციურ სივრცეს “ქარხანა” ერქმევა.

პროექტის დასრულება 1.5 წელიწადშია დაგეგმილი და ის ძირითადად, ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების დახმარებით, უცხოური ინვესტიციებით განხორციელდება. 

“საკმაოდ დიდი და საინტერესო პროექტია, ეს "კოკა-კოლას" ძველი ქარხანაა და ადგილზე წლების განმავლობაში სხვადასხვა ტიპის დიდი სივრცეები შეიქმნა. სწორედ ამ სივრცეების ათვისებას დავიწყებთ, სხვადასხვა პროექტი გვექნება და ძირითადი მიმართულება შემოქმედებითი ინდუსტრიებისა და ტექნოლოგიების განვითარება იქნება, ასევე სასწავლო-საგანმანათლებლო ცენტრის მოწყობას ვგეგმავთ, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

პროექტს "ქარხანას" დავარქმევთ, რადგან ამ ტერიტორიას ყველა ასე უწოდებს, თან ის სხვადასხვა ადამიანს გააერთიანებს ამიტომ ეს სახელი დარჩება. მოდა ამ პროექტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იქნება, მაგრამ არა მთავარი, ეს სივრცე ყველას დაიტევს”, - განაცხადა ჭყონიამ.


ცნობისთვის, დაახლოებით, ათი დღის წინ სოფო ჭყონია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა.