მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Coca-Cola-ს მენეჯმენტი პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირების მიზეზებს განმარტავს

5e9ed59db6cfe
ნათია თაქთაქიშვილი
21.04.20 17:00
1275
მსოფლიოში ცნობილი არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია Coca-Cola აცხდებს, რომ აპრილში მის პროდუქციაზე გლობალური მოთხოვნა 25%-ით შემცირდა, მაგრამ ზუსტ რიცხვებს არ ასახელებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

Coca-Cola-ს მენეჯმენტის პროგნოზით, აპრილში გაყიდვებზე ნეგატიურად აისახება რესტორნების, კინო-თეატრების და სტადიონების დახურვა.

„ამ ეტაპზე ჯერ კიდევ უცნობი რჩება, როგორი იქნება კორონვირუსის გავლენა მთლიანად მეორე კვარტალზე ან 2020 წელზე, მაგრამ აპრილში პროდუქტზე მოთხოვნა 25%-ით არის შემცირებული. ეს მნიშვნელოვნად დამოკიდებულია სოციალური დიტანცირების ხანგრძლივობაზე, „სახლში დარჩი“-ს კამპანიაზე და ზოგადად, ეკონომიკის აღდგენის ტემპზე“, - აცხადებენ Coca-Cola-ში. 

ამასთან, როგორც გამოცემა წერს, Coca-Cola-ს წმინდა შემოსავალმა პირველ კვარტალში 2.78 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ, როცა შარშან კომპანიის წმინდა შემოსავლი 1.68 მილიარდი იყო. მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში 1.3%-ით არის გაზრდილი კომპანიის აქციების ღირებულებაც.

CNBC აღნიშნავს, რომ პირველ კვარტალში კომპანიის წმინდა შემოსავლების მატება განპირობებულია Coca-Cola-ს პროდუქციაზე 3%-ანი ზრდით მსოფლიოს მასშტაბით (გარდა ჩინეთისა), ვიდრე თითქმის მთელ მსოფლიოში სოციალურ დისტანცირებას და საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებდნენ.