მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Coca-Cola-ს მოგება და შემოსავლები გაიზარდა | კომპანიის კაპიტალიზაცია $277 მილიარდია

644792eb611be
გიორგი თოლორდავა
25.04.23 18:00
1475
უალკოჰოლო და გამაგრილებელი სასმელების ბაზრის ლიდერს, Coca-Cola-ს დამაკმაყოფილებელი ფინანსური შედეგები აქვს. პირველი კვარტლის ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში კომპანიამ 10 მილიარდ 960 მილიონი დოლარის შემოსავლის მიღება შეძლო, რაც ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელზე თითქმის $160 მილიონით უკეთესი შედეგია.

პირველი კვარტლის წმინდა მოგებამ 3 მილიარდ 110 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით $330 მილიონით გაზრდილი მაჩვენებელია.

მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური შედეგები რიგი ფაქტორებითაა განპირობებული, თუმცა მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი გაყიდვების საერთო მოცულობის ზრდა და მსოფლიოს ზოგიერთ რეგიონში Coca-Cola-ს პროდუქციის გაძვირებაა.

Coca-Cola-ს საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 277 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის პლანეტის რიგით 30-ე ყველაზე ძვირად შეფასებული კომპანიაა. გამაგრილებელი სასმელების გლობალურ რეიტინგში Coca-Cola პირველ ადგილს იკავებს და ის Pepsico-ს თითქმის 22 მილიარდი დოლარით უსწრებს.

საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.