17.სექტემბერი.2018 21:20
მსოფლიო

Coca-Cola სასმელში კანაფის გამოყენებას გეგმავს

Coca-Cola სასმელში კანაფის გამოყენებას გეგმავს
მსოფილოს ერთ-ერთმა უდიდესმა სასმელების მწარმოებელმა კომპანიამ, შესაძლოა, კანაფის სასმელის ბიზნესი წამოიწყოს, რისთვისაც მოლაპარაკებები კანადურ კომპანია Aurora Cannabis Inc-თან მიმდინარეობს.

Bloomberg-ის ინფორმაციით, Coca-Cola გეგმავს ინგრედიენტად გამოიყენოს სამედიცინო დანიშნულების მარიხუანა, რომელიც ტკივილის შეგრძნებებს შეამცირებს.
კოკა-კოლა-ს ინფორმაციით ორივე მხარე დაინტერესებულია, თუმცა ჯერჯერობით კონკურეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

Bloomberg-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ კოკა-კოლა-ს მხრიდან კანაფის ბიზნესისადმი ინტერესი, შესაძლოა, ტრადიციული ბიზნესის მოგების კლებას უკავშირდებოდეს.

კოკა-კოლა არის ერთ-ერთი ბოლო კომპანიათაგანი, რომელიც მარიხუანას გამოყენებით დაინტერესდა, მსოფლიო ბრენდის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ეს ინდუსტრია სსწრაფად მზარდი და განვითარებადია.
კანადა რეკრეაციული მიზნებისთვის კანაფის ლეგალიზაციის შესახებ კანონს ოფიციალურად 17 ოქტომბერს მიიღებს.

ავტორი: კესო კაციტაძე

20.ივნისი.2019 15:30
145

თაიმსის ინფორმაციით, FBI ფულის გათეთრების მუხლით დოიჩე ბანკის წინააღმდეგ საქმეს იძიებს

ვრცლად
20.ივნისი.2019 14:35
150

სპარსეთის ყურეში დაძაბული ვითარების გამო, ნავთობის ფასი გაიზარდა

ვრცლად
20.ივნისი.2019 14:00
192

Harley-Davidson მოტოციკლეტების წარმოებას ჩინეთში იწყებს

ვრცლად
20.ივნისი.2019 13:10
265

ირლანდიაში ბენზინის და დიზელის ძრავიან ავტომობილებს აკრძალავენ

ვრცლად
20.ივნისი.2019 10:56
73

ირანმა ამერიკული უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდო

ვრცლად
20.ივნისი.2019 10:34
619

ესპანეთის პოლიციამ საქართველოს მოქალაქეები ცხელ კვალზე დააკავა

ვრცლად