ამერიკულმა გიგანტმა The Coca-Cola Company-იმ საქართველოში სავაჭრო ნიშნის თაობაზე მიმდინარე დავა მოიგო. დავა ქვეყანაში ესპანური სასმელის - CACAOLAT-ის სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციის საკითხს შეეხებოდა. კაკაოს სასმელმა CACAOLAT-მა, რომლის სავაჭრო ნიშანიც “კოკა-კოლას” სავაჭრო ნიშნის მსგავსია, ქართულ ბაზარზე ოფიციალური რეგისტრაცია გასულ წელს გაიარა და 2020 წლის 24 სექტემბერს “საქპატენმა” მისი სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციის თაობაზე მიიღო გადაწყვეტილება.
საქპატენტის გადაწყვეტილება ასეთია:
“1. აპელანტის, "ზე კოკა-კოლა კომპანი" (The Coca-Cola Company)) N136-3/2020 სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნას ცნობილი „სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ“ სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინების დეპარტამენტის სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების პირველი სამმართველოს უფროსის 2020 წლის 24 აგვისტოს N8455/03 ბრძანება.
3. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. N17) გადაწყვეტილების გაცნობის/ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში,”- ნათქვამია გადაწყვეტილებაში.
სადავო სავაჭრო ნიშნის რეგისტრაცია - ქრონოლოგია:
“2020 წლის 21 იანვარს კომპანიის „გრუპო კაკაოლატ, ს.ლ.“ (GRUPO CACAOLAT, S.L.) მიერ საქპატენტში წარდგენილ იქნა განაცხადი სასაქონლო ნიშნის (საიდ. N106653/3) რეგისტრაციის მოთხოვნით, 30-ე კლასის საქონლის ჩამონათვლის მიმართ.
სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინების დეპარტამენტის სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების პირველი სამმართველოს უფროსის 2020 წლის 24 აგვისტოს N8455/03 ბრძანების საფუძველზე მიღებულ იქნა დადებითი გადაწყვეტილება სადავო ნიშნის რეგისტრაციის თაობაზე საქონლის სრული განცხადებული ჩამონათვლის მიმართ.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საქპატენტის ოფიციალურ ბიულეტენში გამოქვეყნდა 2020 წლის 10 სექტემბერს (17 (549)), ხოლო 2020 წლის 9 დეკემბერს, კომპანიამ „ზე კოკა-კოლა კომპანი“ (The Coca-Cola Company)), აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა საქპატენტთან არსებულ სააპელაციო პალატაში, 2 „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამთვიანი ვადის დაცვით.
სასაქონლო ნიშანს უარი უნდა ეთქვას რეგისტრაციაზე განცხადებული საქონლის ჩამონათვლის მიმართ, ვინაიდან იგი მსგავსია კომპანიის „ზე კოკა-კოლა კომპანი“ (The Coca-Cola Company)) სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნების,” - ნათქვამია საქპატენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას