მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ცოდნას ვუჩიოდით ხოლმე და აღმოჩნდა, რომ ქართველი ხალხი ძალიან "სმარტი" და ნიჭიერია"

5d8f35f6c8a3a
სალომე მეცხვარიშვილი
28.09.19 14:26
6101
აქ ცოდნას ვუჩიოდით ხოლმე და აღმოჩნდა, რომ ქართველი ხალხი არის ძალიან „სმარტი“ და ნიჭიერი,- ამის შესახებ ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელი ოსმან თურანი BM.GE-სთან აცხადებს. კითხვაზე, არის თუ არა ქართული ბიზნესის განვითარებისთვის შემაფერხებელი ინოვაციურობისა და ცოდნის ნაკლებობა, კომპანია „ჯეოსელის“ ყოფილი ხელმძღვანელი პასუხობს:

„როცა კომუნიკაციებში ვმუშაობდი, ბევრ ქვეყანაში მიწევდა მოგზაურობა, როცა წავედი უზბეკეთში, ნეპალში და კიდევ სხვა ქვეყნებში, აღმოჩნდა, რომ ქართველი ხალხი არის ძალიან „სმარტი“ და ნიჭიერი, არადა ჩვენ აქ ცოდნას ვუჩიოდით ხოლმე“,- განაცხადა მან.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ვინ უნდა გადადგას ნაბიჯები ამ მიმართულებით, თურანი ამბობს, რომ ეს ბიზნესისა და სახელმწიფოს ერთობლივად გასაკეთებელია.


„აქტიურად და საქმიანოად ვაკვირდებოდი მოვლენებს. კარგად ვითარდებოდა ქვეყანა, ნორმალურად, მეტი რა სიტყვა უნდა ვთქვა, არ ვიცი. იმ ადგილას ვართ, სადაც უნდა ვიყოთ. ტემპებს უნდა მოვუმატოთ.

მთავრობა, სახელმწიფო, ბიზნესი, ყველამ სათანადო წვლილი უნდა შეიტანოს. ასე მარტივად არ ხდება ეს, მომწიფება სჭირდება. ყველაფერს თავისი დრო სჭირდება“,- განაცხადა ოსმან თურანმა.