24.აგვისტო .2020 22:00

„ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკა სოციალური კეთილდღეობის მთავარი ნაწილია“ - ამირან გამყრელიძე

views 725
უკან

„ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკა სოციალური კეთილდღეობის მთავარი შემადგენელი ნაწილია“, - ასე პასუხობს NationalGeographic.ge-ისთან ინტერვიუში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი კითხვას - რა საჭიროებები დაგვანახა კორონავირუსმა საქართველოში მეცნიერების დაფინანსების თვალსაზრისით?

მისი თქმით, საქართველოში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სამ კომპონენტს, როგორებიცაა განათლება, მეცნიერება და საზოგადოებრივი ჯანმრთელობა.

„საქართველოში მეცნიერებას ძალიან მწირი დაფინანსება აქვს, თუმცა ეს აქამდეც ვიცოდით.

ზოგადად, ვფიქრობ, რომ ჩვენსავით პატარა ქვეყნისთვის რამდენიმე მთავარი დარგის განვითარებაში სახელმწიფოს ხელშეწყობა აუცილებელია. მათ შორისაა განათლება და მეცნიერება ერთად (რადგან განათლება მეცნიერების გარეშე და მეცნიერება განათლების გარეშე წარმოუდგენელია) და მოსახლეობის ჯანმრთელობა. თუკი ქვეყანას განათლებული, მეცნიერულად მოაზროვნე, ჯანმრთელი პოპულაცია ჰყავს, ის ყველანაირ ეკონომიკურ სიდუხჭირეს დაძლევს, რადგან ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკა სოციალური კეთილდღეობის მთავარი შემადგენელი ნაწილია.

კარგია, რომ მეტი ინვესტიციები იდება განათლებაში, თუმცა ამას პარალელურად უნდა სდევდეს ინვესტიციები მეცნიერებაში. სტუდენტი არ უნდა სწავლობდეს მხოლოდ იმას, რასაც ლექციაზე უკითხავენ. ის ასევე უნდა სწავლობდეს იმ საკითხის მეცნიერებას და უნდა იყოს მეცნიერულად მოაზროვნე”, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა